სახალხო დამცველი საქართველოში დემოკრატიის კრიზისის დაძლევისთვის მრავალ სფეროში ცვლილებების გატარებას აუცილებლობად მიიჩნევს
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში დემოკრატიის კრიზისის დაძლევისთვის მრავალ სფეროში ცვლილებების გატარებას აუცილებლობად მიიჩნევს.
როგორც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე კონფერენციაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, უნდა გატარდეს შემდეგი ცვლილებები: დაუყოვნებლივ შეწყდეს განსხვავებული შეხედულებების ადამიანების დევნა-შევიწროება; ჩამოყალიბდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო; დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; გაუქმდეს ტელევიზიებზე სახელმწიფო კონტროლი, აუცილებელია მედიაში ხელისუფლების მხრიდან სრული ჩაურევლობა; შემუშავდეს სამართლიანი საარჩევნო კოდექსი; შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო; შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სივრცე; აგრეთვე - სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია;