"ქართული პოლიტიკა" ჟენევის ფორმატში საქართველოს სამხედრო ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს
სამხედრო ნეიტრალიტეტი (მიუმხრობლობა) ვერ შედგება, თუ ამ პროცესს არ ექნება საერთაშორისო აღიარება და არ ეყოლება საერთაშორისო გარანტორები საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ასეთებად ჩვენ მოვიაზრებთ გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ფედერაციას", _ აღნიშნა კირვალიძემ.
"ქართულ პოლიტიკაში" მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული მოდელი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნეიტრალიზაციის გზაზე. პარტია ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის ღიაა ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასთან. პარტიაში ასევე მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო ნაბიჯი არ იქნება.
www.InterPressNews.ge
