აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაზე მერაბიშვილის ნაცვლად ბეჟუაშვილი დაიბარეს
შაბათს, 14:00 საათზე კომისიის სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილია დაბარებული. შაბათსვე, 16:00 საათზე კომისია უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიას მოუსმენს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების შეცვლა განაპირობა იმან, რომ კომისიამ ქრონოლოგიის მიხედვით უნდა იმოქმედოს.
- ”კომისიის ყველა წევრი თვლის, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია მარტიდან დაიწყო, ამიტომ ჯერ საგარეო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ და ამის შემდეგ მოვუსმენთ ძალოვან მინისტრებს”,-განაცხადა თარგამაძემ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4399