მოსკოვში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" კონცერტით აღნიშნეს
მოსკოვში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" კონცერტით აღნიშნეს
კონცერტს საპატიო სტუმრების სტატუსით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი კონსტანტინე ზატულინი, რუსეთში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ახბა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი დაესწრნენ.
ზატულინმა კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს ხალხებს დამოუკიდებლობა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკები სახელმწიფოებად ყალიბდებიან. ზატულინმა მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
კონცერტში რუსი, აფხაზი და ოსი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
www.InterPressNews.ge
