ლიტვა კომპენსაციის სახით ოკუპაციისთვის რუსეთისგან 23 მილიარდ ევროს ითხოვს
- ”პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სტალინის რეჟიმის გამო მიყენებულ ზიანს ისეთივე შეფასება მიეცეს, როგორიც იყო ჰიტლერის რეჟიმის საერთაშორისო შეფასება”, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა. ”ჩვენ ვერ ვხედავთ განსხვავებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში, რომლებიც ჰიტლერის, სტალინის ან სხვა ტოტალიტარული, არაადამიანური რეჟიმების დროს განხორციელდა,” - აცხადებს კუბილიუსი. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირში წარმატებით მიმდინარეობს დისკუსია ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულობების შეფასებებზე.
”ვფიქრობ, დადგება დრო, როცა გერმანიის მსგავსად რუსეთშიც გაჩნდება შესაბამისი დამოკიდებულება სტალინის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულობების მიმართ. ეს დაადასტურებდა, რომ რუსეთი იმავე გზით მიდის, რომელიც სხვა დემოკრატიულმა ქვეყნებმა მაშინ გაიარეს, როცა ტოტალიტარული რეჟიმები და მათ ხელმძღვანელ პირთა დანაშაულობები შეაფასეს,” - ხაზს უსვამს კუბილიუსი.
ამგვარი მიდგომის შემდეგ, კუბილიუსის აზრით, ”გაცილებით ადვილი იქნებოდა გველაპარაკა ზიანის ანაზღაურებაზე.” 2000 წელს სეიმის მიერ მიღებული კანონი ”სსრკ-ს ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაცის” შესახებ ხელისუფლებას ავალდებულებს კომპენსაციის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან, როგორც ყოფილი სსრკ-ს სამართალმემკვიდრესთან. სამთავრობო კომისიამ დათვლის შემდეგ დაასკვნა, რომ ლიტვამ რუსეთის ფედერაციისგან ანაზღაურება 80 მილიარდი ლიტის ოდენობით (1 ევრო = 3,4528 ლიტს) უნდა მოითხოვოს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4433