შეკითხვა არველაძეს: ვის საკუთრებაშია ტელეკომპანიები ”მზე”, ”რუსთავი 2” და ”იმედი”
ახალგზარდა იურისთა ასოციაცია განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” კანონი გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ადგენს პარტნიორთა და დირექტორების ვინაობის საჯაროობის ვალდებულებას, დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებას არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ტელეკომპანიების ”მზის”, ”რუსთავი 2” და ”იმედის” მფლობელთა შესახებ.
- ”ჩვენი პრაქტიკა ადასტურებს, რომ მაუწყებლობის სფეროში გამჭირვალობის საკითხთან დაკავშირებით არსებული ვალდებულებები შორსაა სრულყოფილი შესრულებისაგან”, წერს განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია.
ასოციაციის განცხადებით, ”მაუწყებლობის შესახებ” კანონით, სწორედ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაა, ”მედია მფლობელთა გამჭირვალობის გარანტი”.
ამიტომ კომისია ”ვალდებულია” განახორციელოს ყველა ღონისძიება დასახელებული მაუწყებლობის მესაკუთრეთა გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად”.
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს კომუნიკაციის ეროვნული კომისიას, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის შესაბამისად, მიმართოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დახმარებისთვის, რათა მათი მეშვეობით მოხდეს სამივე ტელეკომპანიის მესაკუთრეთა და მართვის უფლების მქონე იურიდიული პირების დამფუძნებელთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ეყრდნობა ”უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ” კანონს, რომლის თანახმად ”მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3’000 ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში)...”
ასოციაციის განცხადებით, ზედამხედველობის განმახორციელებელი ერთ-ერთი ორგანო არის ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახურის სახით.
”ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაში მითითებულია ინფორმაცია ხსენებული სამი ტელეარხის დამფუძნებელი და მართვის უფლების მქონე კომპანიების, ასევე რეგისტრაციის ადგილი:
1. ”მზე”- დამფუძნებლის კორპორაცია ”გეომედია გრუპი” (რომელიც რეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე, 10. 01. 2007 წ. მის: აჯელთეიქის ქ. აჯელთეიქის კუნძული, აჯურო, მარშალის კუნძულები MH96960);”
2. ”რუსთავი 2”- დამფუძნებლის კორპორაცია ”გეომედია გრუპი” (რომელიც რეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე, 10.01.2007 წ. მის: აჯელთეიქის ქ. აჯელთეიქის კუნძული, აჯურო, მარშალის კუნძულები MH96960);”
3. ”იმედი”- მართვის უფლების მქონე კომპანიის ”ნიუს კორპ ევროპა ინქ-ს” (რომელიც დარეგისტრირებულია აშშ დელავერის შტატის საწარმო, ადგილსამყოფელი: 1211 ამერიკის გამზირი, NY 10036).
http://presa.ge/index.php?text=news&i=4434