ჰოლანდიელებმა დაადასტურეს, რომ რუსებმა კლასტერული ბომბები გამოიყენეს
ჰოლანდიური საგამოძიებო ჯგუფი მისი დაღუპვიდან 2 კვირაში იქნა გაგზვნილი საქართველოში სასამართლო მტკიცებულებების და თვითმხილველთა მონათხრობების შესაგროვებლად. მათ საფუძველზე დაიდო დასკვნა, რომ სტორიმანსი ”იმ ტიპის რაკეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა, რომელიც მხოლოდ რუსულ სამხედრო შეიარაღებაში მოიპოვება,” - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ვერჰაგენმა მოძიებულ ინფორმაციას ”ძალიან სერიოზული” უწოდა.
- ”ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შევატყობინეთ,”- თქვა ვერჰაგენმა განცხადებაში - ”კლასტერული ბომბების გამოყენება აკრძალულია. გორში სამხედროები არ იმყოფებოდნენ, იქ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა”.
კლასტერული ჭურვების აფეთქება სამხედრო თვითმფრინავებიდან ხდება. ერთი კონტეინერი ჩვეულებრივ 200-დან 600-მდე მინი-ჭუვრს ისვრის დაახლოებით ფეხბურთის ზომის არეალის დასაზიანებლად.
ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების მიერ კლასტერული ჭურვების გამოყენება მკაცრად დაგმობილია, რადგან ის დიდი რაოდენობით განურჩეველ მსხვერპლს იწვევს და აუფეთქებელი ჭურვიც იმგვარივე საფრთხის შემცველია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, როგორც დანაღმული ადგილები.
საქართველომ აღიარა, რომ როკის გვირაბის მახლობლად მიწისქვეშ გასაშვებ კლასტერულ ჭურვებს იყენებდა .
მაისში ას ქვეყანაზე მეტი შეთანხმდა დუბლინში, რომ კლასტერული ბომბების გამოყენება 8 წლის განმავლობაში აიკრძალებოდა. მაგრამ არც საქართველოს და არც რუსეთს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია.
ვერჰაგენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები ამ ფაქტის წარდგენას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აპირებს, რომელიც სწორედ სამხედრო კონტროლის საკითხებზე მუშაობს. რუსეთიც და საქართველოც მისი წევრები არიან.
- ”ნიდერლანდები ერთობლივი პოლიტიკური განცხადების გაკეთების ინიციატივით გამოდის, რომელშიც წევრი ქვეყნები პირობას დადებენ, რომ კლასტერული ტიპის იარაღს მსგავს სიტუაციებში არ გამოიყენებენ,” - განაცხადა მინისტრმა.
სტორიმანსი, გორის ცენტრში, მოედანზე მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპნენ ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ამბობს ჟურნალისტი იეროენ აკერმანსი, რომელიც სტორიმანსთან ერთად აგვისტოს ომის მოვლენებს აშუქებდა და აფეთქების დროს თავადაც დაიჭრა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4446