საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება
გარდა ამისა, მედვედევის განცხადებით, უახლოეს მომავალში მოსკოვში ჩავლენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და მთიანი ყარაბაღის საკითხს განიხილავენ.
როგორც ქართველი ექსპერტები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოპოვებასა და გამყარებას სხვადასხვა გზით ცდილობს.
გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: “ვფიქრობ, კავკასიაში რუსეთი ფეხის მოკიდებისათვის სხვადასხვვა ხერხს მიმართავს. ამიტომაც აძლიერებს ამ რეგიონში სამხედრო ძალას,როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივადაც. ასევე წარმატებით ფლობს სავაჭრო პოლიტიკის ბერკეტსაც.
“ეს საკმაოდ რთული რეგიონია და ფაქტია, რუსეთი აქ პოზიციის გამაგრებას სამხედრო ძალისა და სამხედრო პუნქტების გაძლიერებით აპირებს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ პუნქტში სამხედრო ბაზის ჩაყენება, საქართველოს არც უმცირებს და არც უზრდის სამხედრო საფრთხეს.
“მაგრამ ახლა აღარაა იმის იმედი, რომ სომხეთი როდესმე თავს დააღწევს რუსულ გავლენას და კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცე შეიქმნება, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი ბაზრი იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისათვის.
“გამოვრიცხავ, რომ სომხეთი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას რაიმე ასპექტში დაემუქროს, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ეს სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეც ვერ იქნება, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით”.
რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის საკითხს, თავდგირიძის თქმით,რუსეთი ამ პრობლემის გადაჭრას მოლაპარაკების გზით ვერ მოახერხებს, რადგან რუსული პოლიტიკა დიპლომატიით არ გამოირჩევა.
როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილის აცხადებს, რუსეთი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, საქართველოს საზღვართან ბაზების განლაგებით სამხედრო საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას.
- “რუსეთი საქართველოსათვის ოკუპანტია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიასთან ნებისმიერი ახალი ბაზა საფრთხის შემცველია და ჩვენი ქვეყნის რეაქციაც ადეკვატური უნდა იყოს. არსებობს ეუთოს შეთანხმება ევროპაში შეიარაღებისა და ბაზების განლაგების შესახებ. საქართველომ ამ ორგანიზაციაში უნდა დააყენოს ეს საკითსი. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დამატებითი სამხედრო ბაზების არსებობა ზრდის სამხედრო ესკალაციის კერებს და ევროპამ რუსეთს მსგავსი ნაბიჯებისაგან თავის შეკავება უნდა მოსთხოვის. ასევე სომხეთისგან, როგორც მეზობელი ქვეყნისაგან, ჩვენი ინრტერესების დაცვა უნდა მოვითხოვოთ”, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოს სატრანზიტო რეგიონის სტატუსი დაეკარგოს. სწორედ ამ მიზნით განიხილება ყარაბაღის საკითხიც.
- “რუსეთი ცდილობს ეს რეგიონი მთლიანად გააკონტროლოს. იგი ფლობს სომხურ გაზსადენს, მიმდინარეობს რუსეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკება. თუ აზერბაიჯანი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე დათანხმდება, მაშინ შესაძლოა კონფლიქტი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოგვარდეს. სამაგიეროდ, სომხეთი ჩართული იქნება საერთაშორისო პროექტებში. კერძოდ, ენერგომატარებლები გავა აზერბაიჯანი-სომხეთის გავლით და არა საქარველოზე, რაც ჩვენქვეყანას სტრატეგიული გეოპოლიტიკური ქვეყნის სტატუსს დაუკარგავს. რუსეთი სწორედ იმას ცდილობს, რომ ჩევნ სატრანზიტო თვალსაზრისით ფუნქცია დაგვეკარგოს”, - განაცხადა სესიაშვილმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4456