კოკოითის რეჟიმმა ეუთო-ს მისიას ცხინვალის რეგიონში საქმიანობა აუკრძალა
კოკოითის რეჟიმმა ეუთო-ს მისიას ცხინვალის რეგიონში საქმიანობა აუკრძალა
როგორც "ოსური რადიო" იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დღეს დე-ფაქტო პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა, გაცნობოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს არც
ერთი მისია, რომელიც საქართველოში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული.
ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით ეუთო-ს ხელმძღვანელობას
შესაბამისი წერილი უკვე გავუგზავნეთ", - განაცხადა კოკოითიმ.
მან ეუთო ე.წ. ქართულ აგრესიაში მონაწილეობაშიც დაადანაშაულა.
კოკოითის თქმით, მისიის წარმომადგენლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
ყოფნის მორალური უფლება არ აქვთ, რამდენადაც მათ მოსალოდნელი აგრესიის
შესახებ იცოდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას არ აცნობეს.
"ათეულობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე ამ ადამიანების სინდისზეა. ჩვენ
ეუთო-ს არ ვენდობით და ამ ორგანიზაციამ ოსი ხალხის გენოციდსა და ქართულ
აგრესიაზე გარკვეული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს", - განაცხადა
კოკოითიმ.
www.InterPressNews.ge
