მთვარობამ 4,5 მილიარდი დოლარის დაპირება მოაგროვა
2008 წელს ევროკავშირი საქართველოს 250 მილიონ ევროს გადასცემს. 2009 წელს - კიდევ 250 მილიონ ევროს და თუ საჭირო გახდა, საქართველო 2010 წელსაც მიიღებს დახმარებას.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ”დღეს მთავარი საქართვლოს ეკონომიკის აღდგენის პროცესში დახმარებაა”.
2008 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 მილიარდ 700 მილიონს გამოუყოფს. 2009 წელს - მილიარდ 600 მილიონს, 2010 წელს კი - მილიარდზე ოდნავ მეტს. “ამგვარი ტიპის დახმარებები გვაქვს გათვალისწინებული, თუმცა არ არის გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს და ციფრების კორექტირება მოხდეს”, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიგეო კაცუმ.
ევროკავშირი 500 მილიონ ევროს გამოყოფს. დახმარების მთავარმა წყარომ - ამერიკამ - 1 მილიარდი დოლარი გამოყო, იაპონიამ - 200 მილიონი ევრო.
ევროკომისიის უმაღლესი კომისრის ბენიტა ფერერო ვალდნერის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა კრიზისმა არ შეაფერხოს საქართველოს სწრაფვა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისკენ, რომელიც ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები სრულად მოხმარდება დაზარალებულთა პირობების გაუმჯობესებას, ასევე - ბიზნესის მხარდაჭერას.
- “ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება უფრო უსაფრთხო ენერგომომარაგება, ჯანდაცვა, გაგრძელდება რეფორმები”, - აღნიშნა ჯერაც ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ.
ასეთი დახმარებების მერე რაღა გასაკვირია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დადებითად აფსებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის მიერ საქართველოს უახლოეს გეგმებზე გავლენის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა შოკის დასაძლევად საკმაოდ მომზადებულია.
უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებულმა გასაოცრად რეკორდულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკის ელასტიურობა გაზარდა და ძლიერი კერძო სექტორი ჩამოაყალიბა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღნიშნული კვლევის მიხედვით,კონფლიქტის შედეგების დასაძლევად ხელისუფლების მიერგანხორციელებული ქმედებები სწორად იყო მიმართული.
ხელისუფლების ქმედებები ფოკუსირებოდა ბანკების ლიკვიდურობის შენარჩუნებაზე, ბაზრის დამშვიდებაზე, გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რამაც შედეგი გამოიღო და სიტუაცია დაასტაბილურა.
მთავრობამ, ასევე, შეძლო ინვესტორთა დარწმუნება და მათი ნდობის შენარჩუნება.
2008 წლის სექტემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მხარდასაჭერად 750 მლნ აშშ დოლარი დაუმტკიცა, რაც მიმართული იყო ინვესტორების ნდობის გამყარებისა და საერთაშორისო დონორების დახმარების დაჩქარებისკენ.
პროგრამის გამოცხადებას მოჰყვა დონორებისა და კრედიტორების მიერ საქართველოსთვის გრანტებისა და შეღავათიანი სესხებისგამოყოფა ეკონომიკის გასავითარებლად.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4466