გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში აფხაზური უშიშროებისა და რუსული ჯარის დამატებითი ნაწილები შეიყვან
მისი თქმით, გალის რაიონში ვითარება ბოლოდროინდელი მკვლელობების, მათ შორის აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილების უფროსის ედუარდ ემინ-ზადეს მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა.
აშკარაა, რომ ვიღაც შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს. გალის რაიონის ქართველობას იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რათა პროვოკატორებმა მიზანს ვერ მიაღწიონ და ბრძოლები აღარ დაიწყოს, - განაცხადა წყარომ.
სოფელ ფიჩორში გუშინ საღამოს სროლის შედეგად აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ჯარების მოსამსახურე, 27 წლის მანუჩარ გოგია დაიჭრა. იგი აგუძერის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცეცხლი სოფელ განმუხურის მხრიდან გაიხსნა.
სოხუმი ასევე ქართულ მხარეს, კერძოდ, სპეცსამსახურებს ადანაშაულებს ედუარდ ემინ-ზადეს მკვლელობაში, რომელიც გალში 21 ოქტომბერს მოკლეს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4504