ლენინს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა
მეორე მსოფლიო ომის დროს ულიანოვი იძულებული გახდა, მექსიკისთვის შეეფარებინა თავი. იქ ილიჩი ხანგრძლივ კონსულტაციებს უტარებდა ტროცკის და ფიდელ კასტროს. 1946 წელს ილიჩი წერს სტატიას: “ისლამი, როგორც რევოლუციის უკანასკნელი იმედი.”
გამოფენაზე მხატვრის ამგვარი ფოტო-ნამუშევრებია გამოფენილი: “ვალოდია მდინარეზე მიდის კატისა და კნუტების დასაღრჩობად”, “ვლადიმერ ილიჩი ტანის ანტიკვარულ მაღაზიაში”, “ულიანოვი ცოლებთან ერთად”, “ლენინი და ფიდელ კასტრო”.
“შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის იფიქროთ, მაგრამ აქვე ვამბობ, პრეტენზიას არ ვაცხადებ ისტორიულ სიმართლეზე – ეს ჩემი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია, ილიჩის ჩემეული ხედვაა. ვთვლი, რომ ვლადიმერ ულიანოვს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა _ სერგეი ულიანოვი. სხვაგვარად ვერ ახსნი მის გიჟურ რევოლუციურ მოღვაწეობას. არსებობს არაერთი ფაქტი, რომ ერთსა და იმავე დროს ის სხვადასხვა ადგილებში იმყოფებოდა. ხოლო 1967 წლის ფოტოგრაფიები შეგვიძლია ავხსნათ იმით, რომ ერთ-ერთი ძმა ცოცხალი დარჩა,”- ამბობს ვოლიგამსი.
ავტორი აღიარებს, რომ გამოფენაზე მუშაობის პროცესში მოუხდა უამრავი მასალის გამოყენება –ესაა ძველი ფოტოგრაფიები წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან და თავისი საოჯახო ალბომიდან. შემდეგ კი იჯდა და “ფოტოშოპში” ჩხირკედელაობდა.
www.Fact.ge
