Doheny Global Group საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
Doheny Global Group საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
| [”ინტერპრესნიუსი”] ამერიკული კომპანია Doheny Global Group საქართველოში 100 მგვტ ჯამური სიმძლავრის 4-დან 6-მდე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურსა და Doheny Global Group -ის ხელმძღვანელს ირვინ ქეთსოფს შორის დღეს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაფორმდა. ხელშეკრულების თანახამდ საქართველოს ენერგეტიკის სამინსტრო კომპანიას პროექტის ტექნიკური ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება. როგორც ირვინ ქეთსოფმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის ღირებულება 150-175 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია დაცული იქნება კერძო უცხოური ინვეტსიციების სააგენტოს (OPIC), ამერიკის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მიერ. ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთებისა და საპროექტო სამუშაოების ასრულების შემდეგ, პროექტი უკვე მეორე ფაზაში გადავა და მშენებლობაც დაიწყება. |
