მამუკა ყურაშვილი ადასტურებს, რომ აგვისტოს მოვლენებისას მისი განცხადება არავისთან ყოფილა შეთანხმებული
მამუკა ყურაშვილი ადასტურებს, რომ აგვისტოს მოვლენებისას მისი განცხადება არავისთან ყოფილა შეთანხმებული
ამის შესახებ ყურაშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვითარება იყო ძალიან რთული და ბრძოლიდანაც ახალი გამოსული იყო. ამასთან, ჰქონდა კანტუზია და არც ბრიფინგი ყოფილა დაგეგმილი.
როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, მომზადებული რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, სხვანაირ განცხადებას გააკეთებდა.
მანვე დასძინა, რომ მისი მდგომარეობა მარად კულახმეტოვმაც კარგად იცოდა და ამიტომ მისი განცხადება სერიოზულად არც მას აღუქვამს. შემდეგ კი, ეს საკითხი კულახმეტოვმა თემურ იაკობაშვილთან გადაამოწმა კიდეც.ყურაშვილის განცხადების არასანქცირებულობის შესახებ გუშინ უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ ისაუბრა.
www.nterPressNews.ge
