მამუკა ყურაშვილის ინფორმაციით, რუსული სამშვიდობოების საგუშაგოებს თავად რუსული ავიაცია ბომბავდა
მამუკა ყურაშვილის ინფორმაციით, რუსული სამშვიდობოების საგუშაგოებს თავად რუსული ავიაცია ბომბავდა
ამის შესახებ მამუკა ყურაშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ყურაშვილმა უარყო რუსეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთმა შეტევა დაიწყო იმიტომ, რომ რუსი სამშვიდობოები განადგურებულები იყვნენ ქართველების მიერ.
"რაც შევხედე ჩემი თვალით იყო ის, რომ რუსული ავიაცია ურტყამდა რუსულ საგუშაგოებს" ,– განაცხადა ყურაშვილმა და დასძინა, რომ "ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი რამ არა".
www.InterPressNews.ge
