გამოქვეყნდა იმ თანამდებობის პირთა სია, რომლებმაც ომის დროს ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს
სია ასე გამოყურება - კობა ნაყოფია, გიორგი მელაძე, გიორგი თარგამაძე, გოდერძი ბუკია, გივი თარგამაძე, მარიკა ვერულაშვილი, დილარ ხაბულიანი, ჰარუთინ მოვსესიანი, გიორგი წერეთელი, ურუზმაგ ქარქუსოვი, ირაკლი გიორგობიანი, ნინო კალანდაძე, გიგა ბოკერია, სერგო ქიტიაშვილი, მამუკა მუჯირი, ბაკურ კვეზერელი, ეკა ტყეშელაშვილი, პაატა ლეჟავა, ბეჟან ხურციძე, რომან მარსაგიშვილი, მერაბ სამადაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, დიმიტრი მინდაძე, ლევან მჭედლიშვილი, ნინო ენუქიძე, თამარ კოვზირიძე, გოჩა მამაცაშვილი, ალექსანდრე ხეთაგური, კანდიდ კვიციანი, ნიკა რურუა, დავით ბაქრაძე, კობა სუბელიანი, დავით ბეჟუაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი და გოგი ლიპარტელიანი.
”მინდა ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ამ სიაში, ბევრი, თითქმის 80 პროცენტი, პოლიტიკური და აღმასრულებელი თანამდებობის პირის შემოსვლაა დაფიქსირებული”, - განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ არიან გარკვეული პირები, რომლებსაც მხოლოდ გადაკვეთილი აქვთ საზღვარი.
ამასთან, დავითაიას განმარტებით, ბევრი მივლინებით იყო წასული. კონკრეტულ მიზეზებსაც და მიზნებსაც კომისია ამ პირების სხდომაზე დაბარების შემდეგ გაარკვევს.
დავითაიამ დეპუტატთაგან მხოლოდ კობა ნაყოფია დააკონკრეტა, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა, თუმცა აღარ გადმოუკვეთავს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4570