მოსკოვი აფხაზეთის ”უსაფრთხოებას” უზრუნველყოფს
სერგეი შამბას განცხადებით 3800 ჯარისკაცი საბოლოო ციფრი არ არის, ”აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმდენი სამხედრო იქნება, რამდენიც საჭიროა. არსებობს პრინციპული შეთანხმება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირდება ორი სტაციონალური რუსული სამხედრო ბაზა. სახელმწიფო საზღვარი, პირველ რიგში, საქართველოს მხარეს, ერთობლივი ძალებით იქნება გამაგრებული; აფხაზები არ აპირებენ რუსეთის იმედზე ყოფნას და გულხელდაკრეფილნი ჯდომას.”
რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლის კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების რატიფიცირებით რუსეთი გარანტიას აძლევს ამ რესპუბლიკებს ”საქართველოს მხრიდან სამხედრო ავანტურის გამეორების აცილებაზე.”
შეთახნმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის 10 წლით დაიდო, მისი ქმედება ავტომატურად გაგრძელდება ხუთი წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს შეწყვეტის შესახებ ვადის გასვალმდე 6 თვით ადრე.
თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, რომ რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა და სრულყოფა მოხდება.
სერგეი შამბას განცხადებით შეთანხმების რატიფიკაცია - ეს მნიშვნელოვანი და აღიარების პროცესის უკანასკნელი ეტაპია, რადგან დოკუმენტი უკვე ”კანონიერ ძალაში შედის და ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად მიღებულ უნდა იქნას შეთანხმებები ცალკეული მიმართულებებზე.”
მისი თქმით, ეროვნული არმიის შესაქმნელად რუსულ სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში ადგილობრივი კადრების მომზადება, რუსი გადამდგარი სპეციალისტების მოზიდვა და მოქმედი ოფიცრებისა მოწვევა იგეგმება.
- ”სანამ რესპუბლიკა აღიარებული არ იყო, სანამ ხელშეკრულება გაფორმდებოდა რუსეთთან, ჩვენ თავად გვიხდებოდა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა რეგიონში ერთობლივად დავიცვათ ერთობლივი ინტერესები,” - განაცხადა შამბამ და დაადასტურა, რომ აფხაზეთი აქტიურად ამაგრებს სახლემწიფო საზღვარს საქართველოსთან. ”ჩვენ ისეთი არამშვიდი მეზობლები გვყავს, რომ არაფრით სურთ ჩვენთვის თავის დანებება,” - თქვა მან.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4586