გორის რაიონის სოფელ ქვეშთან დაუდგენელმა პირებმა ხიდი ააფეთქეს
გორის რაიონის სოფელ ქვეშთან დაუდგენელმა პირებმა ხიდი ააფეთქეს
ხიდი გორის რაიონის ქართულ სოფლებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, კერძოდ სოფელ არცევთან აკავშირებდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ოფიციალური ვერსიები ჯერ არ გავრცელებულა. ადგილობროვი ქართული მოსახლეობის ვერსიით კი, ხიდი ოსებმა ააფეთქეს, რათა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგი ვერ მოხერხდეს.
www.InterPressNews.ge
