აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომლებიც გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს, ჰელმან/ჰამეტის სახელობის პრ
წელს პრემიები მიენიჭათ ეინულა ფატულაევს, დამოუკიდებელი გაზეთის, „რეალური აზერბაიჯანის“ მთავარ რედაქტორს, ზაქიდ ზახიდოვს, ყოველკვირეული „აზადლიგის“ ჟურნალისტს, და ამავე გაზეთის მთავარ რედაქტორს, ჰანიმატ ზახიდოვს. მიმდინარე წლის მარტში, ჰანიმატ ზახიდოვს მიუსაჯეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა ზაქიდ ზახიდოვი ჰეროინის შენახვაში დაადანაშაულეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. „ეს ჟურნალისტები სასჯელს იხდიან მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი დაჯილდოების ფაქტი, მიიპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას და ხელს შეუწყობს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლებას“, განაცხადეს «Human Rights Watch» წარმომადგენლებმა, 24 აპრილს, ჰელმან/ჰამეტის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატების გამოცხადების ცერემონიაზე. | ||
| media.ge |