ახალგორის №1 საშუალო სკოლის დარაჯს ხელყუმბარა აუფეთქდა
ახალგორის №1 საშუალო სკოლის დარაჯს ხელყუმბარა აუფეთქდა | ||
ახალგორის №1 საშუალო სკოლის დარაჯს, თამაზ ვარდუაშვილს დღეს დილით ხელყუმბარა აუფეთქდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, თამაზ ვარდუაშვილმა ხელყუმბარა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა, რომელიც ხელში აღებისთანავე აფეთქდა. ამ წუთებში თამაზ ვარდუაშვილი ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ღუდუშაურის კლინიკის წარმომადგენლემა მიხეილ დოლიძემ განაცხადა, დაზარალებულს სამი თითის ამპუტაცია ჩაუტარდა. | ||
| Interpressnews |