რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ბაზების განთავსების ადგილი უკვე განსა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ბაზების განთავსების ადგილი უკვე განსაზღვრა
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სანდო წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზები 2009 წლისთვის ცხინვალსა და გუდაუთაში განთავსდება.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ნიკოლაი მაკაროვი ადრე აცხადებდა, რომ ოქტომბერში ცხინვალსა და სოხუმთან დადებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების თანახმად, ორივე რესპუბლიკაში სამხედრო ბაზები განთავსდება და თითოეულ ბაზაში 3700 სამხედრო იქნება.
მისივე თქმით, ბაზების განთავსება რუსეთისა და ორივე რესპუბლიკის საერთო ინტერესებს ემსახურება.
www.InterPressNews.ge
