ანდრეი ილარიონოვი: რუსული ნაციონალური სიგიჟე გუშინ არ დაბადებულა
ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ სახელმწიფოში ამჟამად ჩამოყალიბდა კასტა, რომელთა ხელში გარდა საზოგადო ფულისა, იმყოფება პოლიტიკური, სამხედრო, სასამართლო და ადმინისტრაციული ხელისუფლება. ამჟამად ხდება საერთოსახალხო, სახელმწიფოს საკუთრების მითვისება კერძო ინტერესების მიერ.
რა როლი ითამაშა საქართველოს ომმა რუსეთის საფონდო ბირჟების ფასების დაცემაზე? თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა?
- მე ვიყავი პირველი, რომელმაც ამის შესახებ დაიწყო საუბარი. ბევრი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი რუსეთის და ამერიკის საფონდო ბირჟებზე არსებულ სიტუაციას ერთმანეთს უკავშირებდა. მაგრამ 18 ივლისამდე ვარდნა დასავლეთის საფონდო ბირჟების დინამიკას თითქმის ემთხვეოდა. თუმცა ამის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - ბაზარზე მკვეთრად დაიწყო ფასების დაცემა.
რით იყო გამოწვეული საქართველოში შეჭრა?
- სურვილით, შეეცვალათ არსებული რეჟიმი, პოლიტიკური დემოკრატიის სისტემა. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ქართული პოლიტსისტემა Freedom House-ს კრიტერიუმებით დემოკრატიულობის მაგალითს ნამდვილად არ წარმოადგენს, როგორც მაგალითად ესტონეთი. მაგრამ თუ საქართველოს პოლიტიკურ რეჟიმს რუსეთისას შევადარებთ, რასაკვირველია, უფრო მეტად თავისუფალი ქვეყანაა. იქ მოქმედებს ოპოზიცია, პარლამენტი, არსებობენ პოლიტიკური პარტიები. საქართველოზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი ამგვარი პოლიტიკური სისტემის შეცვლა იყო სხვაგვარი, რუსეთის მსგავსი სისტემით.
როგორი შეიძლება იყოს რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ოსეთის ეკონომიკური განვითარების სცენარი?
- ან რუსეთის ხელისუფლება გადაყლაპავს მათ, ან აჯანყება დაიწყება იმის მსგავსი, როგორიც ინგუშეთში მიმდინარეობს ნონ-სტოპის რეჟიმში.
და რუსეთის ეკონომიკაზე რა გავლენას მოახდენს ამ ორი რეგიონის მიერთება?
- სამხრეთ ოსეთი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 200 პროცენტის ეკვივალენტის სუბსიდიებს იღებს. ამ რაოდენობის სუბსიდიები არ შეინიშნება თვით ფრანგულ კოლონიებში. აბსოლუტურად უპრეცენდენტო ფინანსური დახმარებაა. და ეს ყველაფერი ხდება ჯერ კიდევ გამოუცხადებელი ცხინვალისთვის განკუთვნილი 10 მილიარდი რუბლის ღირებულების პაკეტამდე. ყოველწლიური სუბსიდია ისედაც 1 მილიარდ 400 ათასი მილიონი რუბლია. არადა, იქ ხომ 10 მილიარდის გასაკეთებელი არაფერია. ამ ფულად შესაძლებელია ჰონკონგის ან ნიუ-იორკის აშენება.
დასახელებული თანხიდან შესაძლოა რაღაც მცირედი ნაწილი მართლაც მოხმარდეს დაზარალებულებს, ხოლო დანარჩენი ”რუბლიოვკას” (ფულის საბეჭდი, მოსაჭრელი ფაბრიკა) არ გასცდება.
თუ აფხაზეთში ხალხი კიდევ რაღაცას აკეთებს, სამხრეთ ოსეთში ადამიანები ბოლო ზღვრამდე გაიხრწნენ. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ყველა ზრდასრული მამაკაცი შეიარაღებული ძალების რიგებშია. მათ 8’000 რუბლამდე უხდიან, რომელიც წარმოუდგენელი თანხაა იქ არსებული ეკონომიკური განვითარების დონესთან შედარებით.
იქ არ არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან სხვა რამით, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროებაში, სამშვიდობო ბატალიონში, ან სასაზღვრო დაცვაში სამსახურით.
თქვნ გამოხვედით კრემლის მიერ ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციის საპირწონე ნაციონალური ასამბლეის შექმნის ინიციატივით.
- ასამბლეა უკვე მუშაობს. ამასწინათ მოსმენა გაიმართა საქართველოს ომთან დაკავშირებით. ჩვენ ცოტა არ იყოს გვეშინოდა, სანამდე მიგვიყვანდა ეს. მოგეხსენებათ, ძლიერი და ბინძური პროპაგანდა მიმდინარეობს. ბატონი ლიმონოვის გარდა, ყველა კარგად გამოვიდა. ამ ასამბლეამ მიიღო განცხადება საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც ნეგატიურია რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ეს ომი გააჩაღა. თავისთავად ეს უნიკალური მოვლენაა. არცერთ მსგავს ორგანიზაციას ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
საინტერესოა, რომ ბევრი, ვინც პუტინის კურსს არ ეთანხმება, საქართველოში შეჭრას მხარი დაუჭირა.
- ნაციონალური სიგიჟე, რომელიც იმპერიულ პოლიტიკას უკავშირდება, გუშინ არ დაბადებულა. ვიღაცამ რუსი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა რუსი პოლიტიკოსების საქმეა გადაწყვიტონ, თავის ადგილზეა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი. ხოლო რა მოუვა საქართველოს პრეზიდენტს - ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია.
ისტორიიდან სხვა მოვლენებიც უნდა გავიხსენოთ. რამდენმა გერმანელმა გააპროტესტა სუდეტის ოლქის მიერთება? რამდენი გამოვიდა ავსტრიის ანშლიუსის წინააღმდეგ.
- ერთ-ერთი საკითხი, რაც ძალიან ადარდებს ევროპას, ეს ენერგეტიკული პოლიტიკაა.
როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება რუსეთს Nord Stream?
-არაფერში. პირველ რიგში ეს აწყობს იმ ხალხს, ვისაც სურს, უკრაინას გვერდი აუაროს. ეს კი ეკონომიკური და პოლიტიკური კორუფციის დამატებითი წყაროა, რომელსაც ევროპის შრედერიზაცია ჰქვია.
რაში სჭირდებათ მათ ეს? ისინი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური გავლენის ბერკეტებს მიიღებენ. ეს ისეთი საბავშვო ბაღია, რომ კომენტირებაც სასაცილოა. უნდათ მოისროლონ 10 მილიარდი? მოისროლონ! ეს რუსული ბიუჯეტისთვის დარტყმაა და თან ვერავითარ ენერგეტიკულ იარაღს ისინი ვერ მიიღებენ.
ცალკე საკითხია, ეყოფათ თუ არა გაზი მილების შესავსებად.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4708