ჩრდილოეთ ოსეთში 8 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ჩრდილოეთ ოსეთში 8 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა | ||
ჩრდილოეთ ოსეთში 8 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება. ვალდიკავკაზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ათი და დაშავდა ოცდაათი ადამიანი. გაჩერებასთან ახლოს სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა. აღნიშნული ინციდენტის გამო, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის ბრძანების თანახმად, 8 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. | ||
| Interpressnews |
