სოფელ პერევში შექმნილ მდგომარეობას დავით ტყეშელაშვილი "ურთულესად" აფასებს
სოფელ პერევში შექმნილ მდგომარეობას დავით ტყეშელაშვილი "ურთულესად" აფასებს
როგორც ტყეშელაშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სოფელში ჰუმანიტარული ტიპის პრობლემები ჯერჯერობით არ არსებობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პერევში შესვლა ვერ ხერხდება, ყველაფერი კეთდება, რათა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალურად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დამკვირვებლები.
მანვე დასძინა, რომ პერევში ჰუმანიტარული პრობლემების გაჩენის შემთხვევაში მოსახლეობის საკვები პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით ყველა აუცილებელი ღონისძიება გატარდება.
რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ტყეშელაშვილის ინფორმაციით, პერეველების ნაწილმა სოფელი უკვე დატოვა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ადგილზე რჩება.
www.InterPressNews.ge
