ჟურნალისტური გამოძიება: პოლიცია დაკავებულთა წამებაში ამხილეს
ადვოკატი: პერიოდულად როინ მაზიაშვილი გადიოდა რამოდენიმე წუთით, შედიოდა გელა კიკილაშვილთან და მასაც სისტემატირად სცემდა ხელჯოხით. მათ რამდენიმე საათს აწამებდნენ, რომ ეღიარებინათ და ტყულიად დაებრალებინათ მკვლელობა. ღამის 5 საათზე ფრიდონ გურაშვილმა თანასოფლელის მკვლელობა აღიარა. ჩვენებაში, რომელიც მისი თქმით პოლიციელების კარნახით დაწერა მკვლელობაში თანამონაწილეებად საკუთარი ძმა გიორგი მაზიაშვილი და მამიდაშვილი გელა კიკილაშვილი დაასახელა. გელა კიკილაშვილის შემდეგ,პოლიციის უფროსის იოსებ ხოხოხნიშვილის (ტიბაანელები მას ”ტაშკანად” მოიხსენიებენ) კაბინეტში ფრიდონ გურაშვილიც აიყვანეს. წინა დღით მიღებული დაზიანებები ეჭვმიტანილს აშკარად ემჩნეოდა. იოსებ ხოხონიშვილის წინაშე გურაშვილმა ღამით დაწერილი ჩვენება დაადასტურა. ბიძაშვილის აღიარების მოსმენა გელა კიკილაშვილს ხოხონიშვილის სამუშაო მაგიდის ქვეშ მოუწია, სადაც ის პოლიციის უფროსის ”სურვილით” მოხვდა. გურაშვილის აღიარების შემდეგ გელა კიკილაშვილის დაკითხვა გაგრძელდა. მან მკვლელობის აღიარებაზე უარი განაცხადა, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. მისი ცემა ხოხონიშვილმა გააგრძელა. პოლიციის უფროსთან გასაუბრების შემდეგ ფრიდონ გურაშვილი სიღნაღის პროკურატურაში გადაიყვანეს. თან დააიმედეს - ”შენ მხოლოდ მოწმე იქნები პასუხს ერთხელ უკვე ნასამართლევი კიკილაშვილი აგებსო”. განთავისუფლება გურაშვილის განთავისუფლების ამბავი პოლიციელებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათ ეჭვმიტანილის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. ფრიდონ გურაშვილისაგან განსხვავებით გელა კიკილაშვილი დაკავებიდან მეორე დღეს არ გაუნთავისუფლებიათ. მისი თქმით მასზე ზეწოლა კვლავ გრძელდებოდა. კიკილაშვილმა პროკურორს, მამიდაშვილის მიერ მკვლელობის აღიარების ნამდვილი მიზეზი გაანდო. დაკავებიდან მეოთხე დღეს 19 დეკემბერს პოლიციელებმა მუღრაშვილმა და ქიტიაშვილმა ეჭვმიტანილი გაურკვევევლი მიზეზით სიღნაღიდან გურჯაანის განყოფილებაში გადაიყვანეს. გურჯაანის პოლიციაში სამ საათიანი პატიმრობის შემდეგ ისევ სიღნაღში დააბრუნეს და იმავე საღამოს სახლში გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, ეჭვმიტანილის პოლიციაში მიიყვანისას არც გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში შეუდგენიათ. ჩივილი ჩატარებულმა ექსპერტიზამ კიკილაშვილზე და გურაშვილზე ფიზიკური ძალადობა დაადასტურა. ფრიდონ გურაშვილს პოლიციაში გადახდენილი ამბავი გაზეთ “ახალ თაობაში” დაიბეჭდა. გენერალურ პროკურატურაში სტატიის “პოლიციაში უპატრონო ბიჭს 8 საათი სცემდნენ” წაკითხვის შემდეგ პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის უფროსი იოსებ ხოხონიშვილი და მისი მოადგილეები ქუსიკაშვილი და იაკობიშვილი მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხნენ. უფრო მეტიც, იოსებ ხოხონიშვილი კახეთის რეგიონალური კრიმინალური სამმართველოს უფროსად დაინიშნა. სასამართლო საქმის სასამართლო განხილვა 2005 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებისა და ჩვენების გამოძლავაში ეჭვმიტანილი პოლიციელებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა. ისინი 2 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. პასუხისგებაში მიცემულმა ოთხივე პოლიციელმა სასამართლო პროცესზე უარყო კიკილაშვილის და გურაშვილის დაკავების და ცემის ფაქტი. სასამართლომ პროცესზე მოწმის სახით პოლიციის უფროსი იოსებ ხოხონიშვილიც გამოიძახა. ხოხონიშვილმა ეჭვმიტანილების დაკავების ფაქტი საერთოდ უარყო. კიკილაშვილმა პოლიციის უფროსი ცემაში ღიად დაადანაშაულა ხოხონიშვილის თქმით გურაშვილმა მკვლელობა ნებაყიფილობით აღიარა და ისინი პოლიციაში არავის უცემია. ეჭვმიტანილების დაკავების და ცემის ფაქტი უარყო ალექსანდრე იაკობიშვილმაც. კოლეგების მსგავსად დაზარალებულების დაკავება და ცემა უარყო თემურ ქუსიკაშვილმაც, რომელიც პროცესზე მოწმის სახით გამოდიოდა. საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე დაზარალებულმა ფრიდონ გურაშვილმა ცემის გარადა მასზე ფსიქოლოგიური წნეხის შესახებაც ისაუბრა. ასევე სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მაშინ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სიღნაღის რაიონულ პოლიციას სამძებრო მოქმედებების ჩატარების უფლება არ ქონდა. კიკილაშვილის და გურშვილის სარჩელის განხილვა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში დაახლოებით 3 წელიწადს გაგრძელდა. გელა კიკილაშვილმა, რომელიც პოლიციის უფროსს ცემაში ამხელდა, ცოლი და არასრულწლოვანი შვილი სოფელში დატოვა და თბილისში გადმოსახლდა. 2007 წლის 23 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად ცნო დაზარალებულების უკანონო დაკავების და ჩვენების იძულების ფაქტი. ასევე განსასჯელმა ზაურ მუღრაშვილმა აღიარა, რომ დაზარალებულები იოსებ ხოხონიშვილის ბრძანებით დააკავა. მოსამართლე ცისანა სირბილაძემ განსასჯელებს როინ მაზიაშვილს და გია ქიტიაშვილს 6 წლით, ხოლო ზაურ მუღრაშვილს და ხვიჩა ტუხაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანას თვით განსასჯელები არ დაესწრნენ. პოლიციელებზე, რომელებიც აქამდე 3 წლის განმავლობაში ყველა პროცესს ესწრებოდნენ ძებნა გამოცხადდა. 2007 წლის 24 დეკემბერს კი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც დაცვის მხარე პოლიციელების ბრალის დამძიმებას მოითხოვდა, პროკურატურამ განსასჯელებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. პოლიციელებმა აღიარეს უკანონო დაკავების და ცემის ფაქტი, ამის სანაცვლოდ კი თავისუფლება მიიღეს. ადვოკატი სოსო ხატიაშვილი კი საქმეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. ფრიდონ გურაშვილი და გელა კიკილაშვილი დღემდე წამების საწინააღმდეგო ცენტრ ემპათიაში მკურნალობენ. |
