ჰანსიორგ ჰაბერი: ”ჩვენი მანდატი საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს, მათ შორის - ე.წ. სამხრეთ ოსეთსა
ჰანსიორგ ჰაბერი: ”ჩვენი მანდატი საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს, მათ შორის - ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს”
| [საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”] ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მოიცავს. ეს განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. - ”ჩვენ ვცდილობთ, ქართულ პოლიციასთან ერთობლივად აღვადგინოთ ნდობის ფაქტორი ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მანდატი საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს, მათ შორის - ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს”, - განაცხადა ჰაბერმა. ამასთან, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია სოფელ პერევში, რომელიც ამ დრომდე რუსული ჯარის მიერ კონტროლდება, უმტკივნეულოდ შეიცვლება. |
