რუსი ოკუპანტები გალის მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებას აიძულებენ
რუსი ოკუპანტები გალის მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებას აიძულებენ
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცნეტრიდან აცნობეს.
გალის რაიონის მოსახლეობის განცხადებით, რუსი ოკუპანტები და მათი ოფიცრები კოტეჯის ტიპის სახლებში მოთავსდნენ და ამ სახლებში მაცხოვრებლებს უვარგის, ძველ შენობებში გადასვლა აიძულეს.
ადგილობრივ ხელმძღვანელობას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოფელ აჩიგვარას რუსი ეროვნების ოთხმა ოჯახმა საჩივრით მიმართა და საცხოვრებელი ადგილის შეკეთება მოსთხოვა.
ამ დროისთვის სოფელ აჩიგვარას ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკასთან ერთად 400-მდე რუსი ჯარისკაცი და ოფიცერია დისლოცირებული.
www.InterPressNews.ge
