ცხინვალში ეუთო-ს დამკვირვებლები რუსულმა კა-გე-ბე-მ მოისყიდა?!
შეტევა რუსული ინტერვენციის გამო განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ომთან დაკავშირებით გამოძიებას აგვისტოდან მოყოლებული ითხოვს.
“ყველაფერი 7 აგვისტოდან არ დაწყებულა, ეს ყველსათვის გასაგებია, ვისთვისაც ეს საკითხი ცნობილია,” _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია. “ვიმედოვნებთ, რომ კომისია საკითხს შეისწავლის და რუსეთიც ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია იქნება.
ეუთო-ს დამკვირვებელთა ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ერთადერთი მიუკერძოებელი დამკვირვებლები არიან, რომლებიც კონფლიქტის პერიოდში ბრძოლის ველზე იყვნენ.”
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია სიმართლის დადგენაში. საინტერესოა, თუ რას ამბობენ დამკვირვებლები.
“ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს რაიმეში დადანაშაულებას. ჩვენ ასეთი შეხედულებებისგან შორს ვართ.
ომის დასრულების შემდეგ რუსეთი და უსაფრთხოების ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთში დამკვირვებლების დაბრუნებასთან დაკავშირებით კამათობდნენ. ეუთო-ს 8 დამკვირვებლის დაბრუნების მანდატი ჰქონდა. მაგრამ, ისინი ანკლავში ვერ შევიდნენ,” _ ამბობს ალექსანდრ სტუბი.
ეუთო-ს ყოფილი თანამშრომელი, რაიან გრისტი თანამდებობიდან ომის პერიოდში გადადგა, როცა მან საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული განცხადებები “ნიუ-იორკ თამისთან” ინტერვიუში გააკეთა. რეინტეგრაციის მიისტრი, თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა ბევრი ფული გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის საწარმოებლად, ამასთან, გამოიყენა კა-გე-ბე.
რაიან გრისტმა იაკობაშვილის მდგომარეობას სასაცილო უწოდა.
“კა-გე-ბე-ს დაფინასების ქვეშ არასდროს ვყოფილვარ, მისი ეს ბრალდება ჩემთვის დაუჯერებელია,” _ განაცხადა გრისტმა.
ელენ ბარი, the new york times
