სეპარტისტებმა, შესაძლოა, ზემო აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზა ჩახერგონ
აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ზემო აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზა ჩახერგონ.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტიდან აცნობეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეპარტისტები ხეობიდან სოხუმის მიმართულებით არსებული გზის აღდგენას აპირებენ, რომლის მეშვეობითაც სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ორგანიზებისათვის, ზემო აფხაზეთიდან ხე-ტყის სამშენებლო მასალას გაიტანენ.
- ”ზემო აფხაზეთში სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები სამხედრო ბაზებს ხსნიან. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხედრო ბაზა ოკუპანტებს სოფელ გენწვისში აქვთ, სადაც დიდი რაოდენობით ტანკები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. რუსების ბლოკ-პოსტი არის ასევე სოფელ საკენშიც, სადაც მძიმე ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაა დაბანაკებული”, - იუწყება წყარო.
ამ დროისთვის ზემო აფხაზეთში მხოლოდ ოცდაათამდე აფხაზი ”ბოევიკი” იმყოფება, ხეობას მთლიანად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. აფხაზი ”ბოევიკები” სოფელ ომარიშარას სასაზღვრო პოლიციის შენობაში არიან დაბანაკებული.
