აფხაზეთში ახალი რუსული სამხედრო ძალა შედის.
აფხაზეთში ახალი რუსული სამხედრო ძალა შედის.
ტელეკომპანია ~რუსთავი 2~-ის ინფორმაციით
აფხაზეთში ახალი რუსული სამხედრო ძალა შედის.ტელეკომპანია ~რუსთავი 2~-ის ინფორმაციით, რეგიონში მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. საუბარია 139-ე მაიკოპის ბრიგადის ქვედანაყოფებზე. იარაღითა და ტექნიკით დატვირთული ეშელონები ფსოუსა და გუდაუთასთან დგანან.
გუდაუთასთან გადაყვანილია საომარის ბრიგადის დანაყოფებიც, რომლებიც ოკუპაციაში მონაწილეობდნენ. აგრესორები თავიანთი ხელმძღვანელობისთვის მიწისქვეშა სპეციალურ ბუნკერებს თხრიან. ტერიტორიაზე შეაქვთ ასაწყობი სანგრები და დაჯავშნილი ფარები.
სოხუმის ცენტრალურ გზებზე მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდულია. ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები მოსახლეობას რეზერვისტებში ჩაწერას აიძულებენ.
