ყურანს აფხაზურად თარგმნიან
საგენტო ”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს მიერ სეპარატისტულ აფხაზეთთან თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით თურქულმა გაზეთმა”ხიურისმა” გაავრცელა. გაზეთის ინფორმაციით, გასულ კვირას ანკარაში ერთმანეთს თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ალი ბადრაკოღლუ აფხაზეთის მუფტის ხელმძღვანელის მოადგილეს ტიმურ ბზიბას შეხვდა.
შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორმხრივი რელიგიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
”მოლაპარაკებებზე მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთის რელიგიური მოთხვნილებების დაკმაყოფილების შესახებ, რაც კერძოდ,მუსულმან ღვთისმსახურებს და სამლოცველო ადგილებს ეხება”, - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ პირველ ყოვლისა საუბარი მიდის აფხაზეთში თურქი ღვთისმსახურების გაგზავნაზე, რომლებმაც აფხაზური ენა იციან.
მოლაპარაკებებზე ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება თურქეთის რელიგიური ფონდის მონაწილეობის შესახებ აფხაზეთში მეჩეთის მშენებლობის საქმეში.
ამას გარდა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ აფხაზეთისთვის”ყურანის” მიწოდებისა და თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს დახმარებით ყურანის აფხაზურ ენაზე გამოცემის საკითხის გადაწყვეტაზეც.
აფხაზეთის მაჰმადიანთა სასულიერო მმართველობა 1999 წელს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბა სუშუალო მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. თუმცა, საომარი კონფლიქტამდე და მას შემდეგაც იგივე არძინბა მუსლიმის რელიგიის ფართოდ გავრცელებას კატეგორიულად წინააღმდეგ გამოდიოდა. აღნიშნულ ორგანიზაციაში ამჟამად 100 მეტი წევრია გაერთიანებული.
ცნობილია ისიც, რომ აფხაზეთის მაჰმადიანთა სასულიერო მმართველობას მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთში მცხოვრებ მაჰმადიანებთანაც, რომლებიც აფხაზ მუსულმანებს ლიტერატურით ამარაგებენ. რუს მუსულმანებთან თანამშრომლობაზე შეთანხმებას კი, ხელი 2005 წლის მარტის თვეში მოეწერა.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში ტრადიციული ისლამის მიმდევართა სალოცავები გაჩნდა, ერთ-ერთი ასეთი სალოცავი სოხუმთან ახლოს, სოფელ აგუძერაში ააშენეს. პარალელურად, აქტიურად დაიწყო ვაჰაბისტური მოძრაობებიც, რომელსაც სათავეში ცნობილი ვაჰაბისტი ხაზმატ გიცბა ჩაუდგა, თუმცა, მაშინ ამან გავრცელება, რეალურად, ვერ ჰპოვა. იმავე პერიოდში, მუსლიმანთა ამ პატარა წრემ მეჩეთის მშენებლობაც გადაწყვიტა, მაგრამ მშენებლობა საფუძველშივე ააფეთქეს, გიცბა კი დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.
აფხაზეთში ისლამის გავრცელებას და თურქუთიდან აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების გადმოსახლება რუსეთის ხელისუფლებისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ორიოდე წლის წინ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი მიტროფანოვმა კულუარულ საუბარში ასეთი განცხადებაც კი გააკეთა - ”ეს რა ჩავიდინეთ, ჩვენ ქართველები გავრეკეთ აფხაზეთიდან და იქ ახლა ისლამური ცენტრები იხსნებაო”.
შესაბამისად, თბილისში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი დე ფაქტო ხელისუფლებასა და თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს თანამშრომლობა საბოლოო ჯამში არ დაუშვებს და ამის წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
ამ თანამშრომლობით თურქები აფხაზეთში საკუთარი პოზიციების გამაგრებას ცდილობენ აფხაზეთში. აქედან გამომდინარე მათი ეს ქმედება გასაგები და ნათელია. გარდა ამისა, ჩანს, რომ ისინი წინასწარ ამზადებენ ნიადაგს მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნებისათვის.
მაგრამ, სუნიტური ისლამი, რომელმაც თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, ეს არ არის აგრესიული ისლამის ფრთა და აქედან გამომდინარე ნაკლებ ხიფათს შეიცავს. თუმცა, ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ რუსეთი არ დაუშვებს არავითარ შემთხვევაში თურქეთის აფხაზეთში შემოსვლად და მეორეს მხრივ რელიგიური მუშაობის განსაკუთრებით გააქტიურებას.
- ”თავად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში,საკუთარ თამაშს თამაშობს, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა კრემლისგან, სოხუმი ეშვება მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნების იდეას. ეს მოსკოვში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს.ადგილობრივი სომხური დიასპორას მეშვეობით სერიოზულად აფრთხილებს სოხუმის ხელისუფლებას, რომ ამას არ დაუშვებს, მითუმეტეს ოლიმპიადის წინა პერიოდში და თანაც ასეთ არეულ სიტუაციაში. ამიტომ, ეს იდეაც რამდენად გამოუვა სოხუმს, მეორე საკითხია. ისე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას როგორც დასავლური ვექტორი არ გამოუვიდა, ისე არ გამოუვა ესეც, რუსეთი თავისას მაინც გაიტანს”, - განაცხადა ”მთელ კვირასთან” საუბარში ესქპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
აფხაზეთში ისლამის გაძლიერების წინააღმდეგ კრემლის მოქმედებებს არ გამორიცხავს კიდევ ერთი ექსპერტი კავკასიის საკითხებში გია ანჩაბაძეც, თუმცა, რა ფორმით მოხდება ესყველაფერი, ამის თქმა მას უჭირს.
- ”საერთოდ, აფხაზეთში მკვეთრი ხაზი ქრისტიანბსა დამაჰმადიანებს შორის არ არსებობს. ქრისტიანები ბაირამობას აღნიშნავენ, მაჰმადიანები კი აღდგომას. ამასთან ერთად, ამ ორივე მხარეს შემორჩენილი აქვს ძლიერი წარმართული გადმონაშთები, მაგრამ რაიმე დაძაბულობა მათ შორის არ არის.
რაც შეეხება პროცენტულობას, აფხაზეთში დაახლოებით 80-დან 90%-მდე არიან ქრისტიანები, დანარჩენები კი თავს მაჰმადიანებად თვლიან. მიუხედავად, ასეთი პროცენტულობისა, ასეთი ძლიერი აფხაზეთში ისლამი არ ყოფილა.
არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აფხაზი ახალგაზრდა თურქეთში მიდის და იღებს ისლამს. ახლა საუბარია იქ ააშენონ მეჩეთიც, რასაც, სავსებით მოსალოდნელია, რომ აფხაზეთში მაჰმადიანური ორგანიზაციები დაიწყებენ საქმიანობას, პირველ რიგში თურქეთიდან.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, რა თქმა უნდა, მოსკოვისთვის ისლამის გაძლიერება არ იქნება სასიამოვნო, რადგან ეს მთელ იმ ფონზე განიხილება, რაც ჩრდილო კავკასიაში ხდება. მაგრამ რა ზომებს მიიღებს და როგორი მოიმოქმედებს მოსკოვი ამ შემთხვევაში, ამის თქმა დღეს ძალიან ძნელია, თუმცა, აქედანვე ჩანს, რომ ამის საწინააღმდეგოდ ის ყველაფერს გამოიყენებს”, - დასძინა ანჩაბაძემ.
