გალის რაიონის სოფელ ფიჩორში რუსმა აგრესორებმა დამატებით სამხერო ტექნიკა შეიყვანეს
გალის რაიონის სოფელ ფიჩორში რუსმა ოკუპანტებმა დამატებით ათი ერთეული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს.
აგრესორები სოფელ ფიჩორისა და განმუხურის ადმინისტრაციულ საზღვართან ტყის მასივში არიან განლაგებული.
როგორც აფხაზეთის მედია-ცენტრს გალის რაიონიდან აცნობეს, რომ რუსი სამხედროები ტყის მასივის 2 კილომეტრიანი ზოლის გასუფთავებას გეგმავენ.
ოკუპანტებს სოფელ ფიჩორში ჩატანილი აქვთ 17 საცხოვრებელი ვაგონი, დაახლოებით ოცდაათამდე ანალოგიური საცხოვრებელი ვაგონის შეტანას ოკუპანტები ახლო მომავლში გეგმვენ.
მიუხედავად გალში რუსების მიერ შეტანილი სხვადასხვა სახის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა რაიმე კაპიტალური მშენებლობა ამ დროისათვის დაწყებული არ არის
