მომავალ წელს უკრაინა სამხედრო ძალებს რუსეთის საზღვართან გაამაგრებს
2009 წელს უკრაინული სამხედრო ჯარები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებენ. ამის შესახებ სტატია უკრაინულმა გამოცემამ -დელო”-მ გამოაქვეყნა.
”შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და მშვიდობიან პერიოდში დავალებების შესრულებისთვის მზადყოფნის შესახებ გეგმები ქვეყნის მთელ ტერიტორიას ეხება,” - განაცხადა უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელმა სერგეი კირიჩენკომ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითუნარიანობის გაძლიერება ეხება ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს, ასევე ყირიმს და დასავლეთ რეგიონს.
