”მიხეილ სააკაშვილზე იმდენი საშინელება ვიცი, რომ მოსმენით ”ობივატელიც” კი დაიღლება. როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, მე ნიუ-იორკში ვიყავი. დაღუპვის დეტალებზე საუბარი ახლა ჩემი მხრიდან ცოტა არ იყოს, აბსურდი იქნება. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს, ვიტყვი, რომ ჟვანია მოკლულია და ის ძალადობრივად მოკლეს. ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველო ომს თავიდან აიცილებდა. მე და ზურაბ ჟვანია რთმანეთს დაპირისპირების რეჟიმში დავშორდით, მაგრამ მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე. მე მასთან ურთიერთობით, ოპონირებით, წინააღმდეგობებით და პოლიტიკური პაექრობებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ის ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო, ვინც კი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ჰყოლია”, - აცხადებს კიწმარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.