მოსკოვში ოსი ბიზნესმენი ოლეგ ავლუხაშვილი ჩაცხრილეს
მოსკოვში ოსი ბიზნესმენი ოლეგ ავლუხაშვილი მოკლეს. როგორც სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება, მკვლელობა დღეს დილით, დაახლოებით 05:00 საათზე მოსკოვის ცენტრში მოხდა.
დაუდგენელმა პირებმა ის ავტომაქანა ჩაცხრილეს, რომელსაც თავად ავლუხაშვილი მართავდა.
როგორც მოსკოველი სამართალდამცველები აცხადებენ, ბიზნესმენს მოსკოველ კრიმინალებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სამართალდამცველები მუშაობენ
