ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: მაჭამე დედი!
098: “ის რომ, ნაღდად იყო სროლები რუსების მხრიდან და ეს სპექტაკლი არ იყო მჯერა. ის, რომ იცოდნენ რომ ”გაიჩალიჩებდნენ” და მაინც წავიდნენ მაგიც იასნია. რატომ ქნეს? ეგრე იყო საჭირო”...
აჩვენეს, რომ რუსები ველურები არიან და ქვეყნის პრეზიდენტს (და მის სტუმარს, გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტს) საკუთარსავე ტერიტორიაზე ესვრიან. რომ არ ესროლათ, მივიდოდნენ ესენიც და ”საწყალ რუს ჯარისკაცებს” გვანახებდნენ მიშა როგორ უჩმახებს - განმუხური II. სააკაშვილი ყველა ვარიანტში მოგებული რჩებოდა”.
თქვენ სააკაშვილს ნუ ეხუმრებით! მიშას მარაგში 1-2 ფანდი კიდევ ექნება. მე მითქვამს და...
იგავი: ბრმებმა თავიანთ ქალაქში ცალთვალა გაამეფეს, ხოლო თვალხილულს უარი უთხრეს მეფობაზე: ცალთვალა ცალი თვალით მაინც გვგავს ჩვენ, შენ კი ორთავ თვალით უცხო ხარო.
licemer: “ქართულ პოლიტიკურ წრეებში ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სოზერ სუბარი შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს.
კარგად მახსოვს, როგორ იქცა სოზარ სუბარი ჯერ მორჩილ კვირიკედ, მერე -თავისუფლების ინსტიტუტის აქტივისტ სოზარ სუბარად. მორჩილმა კვირიკემ ბერობას ”მამაო” მიშას მორჩილება ამჯობინა. ისიც კარგად მახსოვს, რომ სუბარი იყო ინიციატორი ბიბლიის მეგრულად და სვანურად თარგმნის, რასაც გალის რაიონში სეპარატისტების მიერ შექმნილი მეგრული გაზეთი ”გალი” დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და დითირამბები უძღვნა სუბარს. მოკლედ, ინდაურია და ცალთვალა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო”.
ლევან ბერძენიშვილი: ”1991-1992 წლების გადატრიალების აქტიური მხარდამჭერი. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი ინიციატორი. შევარდნაძის მმართველობის დროს მიჰყავდა გადაცემა ”მჯერა”, სადაც მას ”ღრმად” სჯეროდა ედუარდის. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მიშას ”გამეფებაში”. მოკლედ, ცალთვალა უნდა იყო, ამ კაცს რომ ენდო”.
მიშას და ბუშს ესროლა ყუმბარა ვინცხამ, მაგარი პიარი გამოვიდა, მიშას თვითმფრინავის ხმა მოელანდა და მოკურცხლა, მთელმა საინფორმაციოებმა ატრიალეს “სიენენის” თამადობით - პიარი იყო. მიშას და კაჩინსკის ესროლესო და მაგარი პიარი გამოვიდა ეგეც.
SFDX: “შემოვდივარ წინადადებით, მოხდეს სააკაშვილის მოკვდინება და ეს დაბრალდეს რუსეთს, მაინც გაკოტრებული პრეზიდენტია და რა ჯანდაბად გვინდა?! წარმოგიდგენიათ რა საერთაშორისო პიარს ავაგორებთ? რუსებმა მოგვიკლეს დემოკრატი პრეზიდენტი!
ეგრევე შევდივართ ევროკავშირში და ნატოში, საქართველოში ასმაგდება ტურისტების რაოდენობა, რომლებიც მოინახულებენ გმირულად დაღუპული პრეზიდენტის მემორიალს.
რუსეთს გაჰყავს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები, რამეთუ მთელი მსოფლიოს თვალში ისინი არიან ბარბაროსები, რომლებმაც მოკლეს თვით პრეზიდენტი! ვობშემ საქართველო ისევ ექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში!”.
ტფუ ტფუ ტფუ...
Vicki: “7 ნოემბერს, ოპოზიციის მიტინგზე, პარლამენტის წინ, მღვდელი რომ იყო მოსული და საკმაოდ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ - ამის თაობაზე მაქვს კითხვა: ცალკე აღებულ მღვდელს შეუძლია თუ არა პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ღიად დააფიქსიროს ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდება ხალხთმრავალ მიტინგზე.
რას ნიშნავდა ეს? რამდენადაც მახსოვს, ”ოპოების” (ოპოზიციის) მიტინგებზე მღვდელი პირველად გამოვიდა”.
საქართველოში მღვდელს ყველაფერი შეუძლია და თუ რატომ შეუძლია, ამის ახსნას არ ვაპირებ, მეც ოჯახი მყავს.
გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ქართული პოლიტიკის შესახებ? ვისაუბროთ იმქვეყნიურ სიამეზე? დაუსვამდით კითხვას ნინო ბურჯანაძეს?
Armagedonidze: “მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ნინოს ასეთ შეკითხვას დავუსვამდი:
ქალბატონო ნინო, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდით საქართველოს პრეზიდენტი, აღადგენთ თუ არა დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, და მიგაჩნიათ თუ არა ეს ქმედება იმ პირველ ნაბიჯად რაც საქართველომ უნდა გადადგას რუსეთის მიმართ.
იუზერებო, თქვენის აზრით რას უპასუხებდა ნინო?”
რა ბედნიერია ეს კაცი, რომ ჟურნალისტი არ არის და არც ნინო ბურჯანაძესთან ყოფილა ინტერვიუზე.
რუსეთმა წაგვართვა სახელმწიფოებრიობა, რუსეთმა წაბილწა ჩვენი ხატები, შეურაცხყო ქართველთა რწმენა. რუსეთმა შელახა ქართველთა ეროვნული ღირსება, დაამახინჯა ქართველთა მენტალიტეტი. რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რასაც დამპყრობელი აკეთებდა ხოლმე დაპყრობილთან მიმართებაში. ჩვენ კი ამ დროს ვისხედით და ყანწებს ვატრიალებდით.
THRaKaTTaK: “200 წელი საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამის შემდეგ გაჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების საჭიროება, რადგანაც იმპერიის დაშლის მომენტისთვის მისი პოლიტიკური წყობილება არ იყო დემოკრატიული.
საკმაოდ ადვილი გასაცნობიერებელი აღმოჩნდა ის, რომ საჭიროა დემოკრატიის შენება. რა თქმა უნდა, თუ დემოკრატია არ იყო და გჭირდება დემოკრატია, ესე იგი ის უნდა ააშენო. საჭიროა დემოკრატიზაცია
შეუმჩნეველი დარჩა ორი საკითხი:
1) ჩვენ ვიყავით კოლონია და უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ესე იგი საჭიროა დეკოლონიზაცია
2) ჩვენთან იყო საბჭოთა წყობილება. გვჭირდება კაპიტალისტური. განსხვავება მათ შორის არ შემოიფარგლებოდა დემოკრატიის ქონა-არქონით. ესე იგი საჭიროა დესოვიეტიზაცია.
200 წლის განმავლობაში ქართველებს ავიწყებდნენ სახელმწიფოებრიობას, ავიწყებდნენ დამოუკიდებლად არსებობისთვის აუცილებელ ჩვევებს. უნერგავდნენ ინფანტილურობას. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენ (კოლონიას) რუსეთის (იმპერიის) გარეშე ნორმალურად ვერ გვეარსება. ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივია.
ამ ყველაფრის მიუხედავად და, ამავდროულად, სწორედ ამის გამო, საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული კოლონიური ფსიქოლოგია.
როგორც უკვე აღინიშნა, კოლონიური ფსიქოლოგიის სხვადასხვა ტიპებს, გამოვლინებებს აერთიანებს მისი მატარებლების დამოკიდებულება იმპერიაზე. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს ამ ფსიქოლოგიის ამოცნობა მიუხედავად მისი განსხვავებული გამოვლინებებისა”.
დიმპიტაურიზმი: ხასიათდება იმპერიისკენ დაუფარავი, ემოციური ლტოლვით. იმპერია აღიქმება, როგორც ერთადერთი შესაძლო მარჩენალი და ბედნიერების ერთადერთი წყარო.
ტიპიური მახასიათებლები: ”რუსი ნატაშა ასწორებს (მოსკოვში 30 მანეთად გადაფრენის შემდეგ)”, ”ლოთი ვანია ვერაფერს ამჩნევს,” ”რუსები ჩვენს ღვინოს აფასებენ,” ”რუსები ჩვენს კინოს აღმერთებენ”.
იდეოლოგია: შევეტენოთ რუსებს, ისინი გვაჭმევენ, ჩვენ დავაგოიმებთ და დავილხენთ (მაჭამე, დედი).
