განგსტერები, მაფიოზები და მკვლელები
ალ კაპონე
ყველაზე ცნობილი განგსტერი ამერიკაში, ალფონსო კაპონე დაიბადა ბრუკლინში (ნიუიორკი,ამერიკა), იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, იგი ხან ერთ ყაჩაღთა გუნდთან იყო შეკრული ხან მეორესთან. ერთერთი ქუჩური გარჩევების დროს იგი სახეში დაიჭრა, ამის შემდეგ მას "შრამიან სახე"-ს ეძახდნენ.კაპონემ თავი გამოიჩინა 1920 წლიდან. მშრალი კანონის დროს. ამ დროს ამერიკაში აკრძალული იყო სპირტიანი სასმელების დამზადება და ვაჭრობა. კაპონემ ჩამოაყალიბა არალეგალური, მიწისქვეშა სპირტიანი სასმელების სავაჭრო ცენტრი.ასევე გახსნა აზარტული თამაშების კლუბები. კაპონე მკაცრად უსწორდებოდა თავის კონკურენტებს. იგი არავის არ ინდობდა ვინც გზად გადაეღობებოდა. 1929 წლის 14 თებერვალს ალ კაპონემ მთლიანად გაანადგურა თავისი კონკურენტი ბანდები. ეს დღე შევიდა ისტორიაში როგორც "ბრძოლა წმინდა ვალენტინობის დღეს". ალ კაპონემ მოისყიდა პოლიციაც. მართლმსაჯულებას არასოდეს არ ჰქონდათ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები რომ დაეჭირათ, ამიტომაც იგი ყოველთვის მშრალი გამოდიოდა ნებისმიერი სიტუაციიდან. თუმცაღა ბოლოსდაბოლოს მაინც მოახერხეს ალ კაპონეს ციხეში ჩასმა, იგი დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობის მოტივით და 11 წელი მიუსაჯეს. 1939 წელს იგი ციხიდან გამოვიდა და თავისი დარჩენილი სიცოცხლე ფლორიდაში გაატარა.
ბონი და კლაიდი
ბონი პარკერი დაიბადა 1911 წელს, ტეხასში (ამერიკა), კლაიდ ბეროუ დაიბადა 1909 წელს ასევე ტეხასში.სწორედ ამ ტეხასელ განგსტერებზე, ბონისა და კლაიდზე შექმნილია უამრავი ფილმი, სიმღერები და ლეგენდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ. ისინი ყაჩაღობდნენ 4 ამერიკულ შტატში
ბონი და კლაიდი 1932 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, შეუყვარდათ ერთმანეთი და ერთად დაიწყეს თავიანთი "საგმირო" საქმეების კეთება. მალე კლაიდი დაიჭირეს, თუმცა მან ციხიდან გაქცევა მოახერხა, პაემანზე მისულმა ბონიმ მას იარაღი გადასცა, რისი დახმარებითაც მან ციხე დატოვა.
ტეხასი, ოკლაჰომა, მისური და ნიუიორკი-ეს ის შტატებია სადაც ბონიმ და კლაიდმა სახელი გაითქვეს. ისინი აყაჩაღებდნენ ხალხს, ძარცვავდნენ ბანკებს, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.
პოლიციასთან,ერთერთი ასეთი შეტაკებისას, 1934 წელს ისინი დაიღუპნენ.
''ტორფიანი მკვლელები''
იენ ბრენდი (დაბ1938წ),შოტლანდიელი და მაირა ხინდლი(დაბ 1942 წ) ინგლისელი. ისინი 1961 წელს დამეგობრდნენ. ოფიციალურად ისინი არ სეუღლებულან, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ და საერთო გასართობიც ჰქონდათ, მკვლელობები. ისინი სახლში იტყუებდნენ ბავშვებს, აწამებდნენ მათ და შემდეგ ხოცავდნენ. დახოცილებს ისინი ტორფიან ჭაობში მარხავდნენ, აქედან შეერქვათ მათ "ტორფიანი მკვლელები". მათი გართობები ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო შეცდომა.ხინდლის ნათესავი ესტუმრა, მეგობრებმა ნათესავს თავიანთი გასართობი შესთავაზეს. თავზარდაცემული ნათესავი პოლიციაში გამოცხადდა. ბინის ჩხრეკისას 3 არასრულწლოვანის გვამი იპოვეს. იენი და მაირა დააპატიმრეს. მაირამ აღიარა დანაშაული და კიდევ რამდენიმე გაუხსნელი მკვლელობაც.
2002 წელს მაირა ციხის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
იენ ბრენდი კი ცოცხალია და იხდის სასჯელს (მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს)
"მა ბეიკერი"
ცნობილი განგსტერი "მა" ბეიკერი, ანუ იგივე დონა კლარკი დაიბადა მისურში (ამერიკა). მან და მისმა მეუღლემ, გეორგიმ თავიანთ ოთხ ვაჟთან ერთად შექმნა ბანდა, რომელსაც შიშის ქვეშ ჰყავდა მთელი ამერიკა.ისინი იტაცებდნენ ბავშვებს, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით და ყაჩაღობდნენ. ამ გზით ოჯახმა სამ მილიონზე მეტი იშოვა. 1920 წელს პოლიციამ დააწესა სოლიდური თანხა, ნებისმიერ ოჯახის წევრზე, ცოცხალსა თუ მკვდარზე.
1935 წელს დედა და ერთი ვაჟი არტური პოლიციელებმა შეტაკებისას მოკლეს. როდესაც სახლი, რომელშიც დედა შვილი იყო ალყა შემორტყმული, პოლიციამ ჩაბარება მოსთხოვა, სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიით, თუმცა დედა ბეიკერმა ისინი "ეშმაკთან გააგზავნა". ამ ამბიდან ძალიან მალე, მეორე ვაჟმა- გერმანმა თავი მოიკლა. ხოლო დანარჩენები ფრედი და ლოიდი პოლიციელების მიერ იქნენ მოკლული 1940 წელს.
"მა" ბეიკერისა და მისი ბანდის შესახებ გადაღებულია ფილმი და მათ "გმირობებზე" შექმნილია სიმღერებიც.
ესეც ერთერთი იმ სიმღერათაგანი რომელიც "მა" ბეიკერს ეხება.
