ქალი საჭესთან

კაცები ორჭოფობენ აღიარონ თუ არა ქალები საგზაო მოძრაობის თანაბარუფლებიან და სრულფასოვან წევრებად, რადგან კაცებს ქალი საჭესთან საგზაო შემთხვევის პოტენციურ მიზეზად მიჩნიათ. ამას ხელს უწყობს ორაზროვანი სტაისტიკა, სადაც ქალის მიერ ინიცირებული ავტო-საზაო შემთხვევა აღემატება კაცის მონაწილეობით მოხდარ ავარიებს. ევროპული სტატისტიკის თანახმად სადაც ავტომფლობელი ქალებისა და კაცების თანაფარდობა 50x50, ქალების მონაწილეობით ავტო-ავარიების 35% მძიმე შედეგით მთავრდება მხოლოდ 3%.
არასდროს არ ვიქნები ქალი და არ მეცოდინება თუ რას ფიქრობენ ისინი, ყოველშენთხვევაში საჭესთან. ამ მხრივ არ ვიქნები ორიგინალური - მინაზე დამაგრებული სპეციალური ნიშანი შლიაპით ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით, რომ საჭესთან ქალი ზის აღიქმება ორაზროვნად: როგორც მოწოდება ვიყოთ გალანტურები ან საფრთხის არსებობის შესახებ. სამაგიეროდ გულრწფელი გაფრთხილებაა ქალი-მძღოლისაგან რომ, მისგან ყოველგვარ სიურპრიზს უნდა ელოდო. რამდენი ავტომობილი გვინახავს რომელსაც კაცი მართვავს და «70» , ან ჩაიდანის გამოსახულებიანი ნიშანი აქვს დამაგრებული მინაზე? ამას როგორ იკადრებენ კაცები?! რაში ადანაშაულებენ ქალებს კიდევ? დაბნეულობა? ვფიქრობთ სწორედ კაცების გადამეტებული თავდაჯერებულება ქმნის პრობლემებს. ტექნიკაში გარკვევის უუნარობა? დამეთანხმებით კაცების უმრავლესობა ბაი-ბურში არ არის თანამედროვე ავტომობილის მუშაობის პრინციპებში და წარმოდგენა არ აქვს მის სისტემაზე, გზაზე ვერ აგვარებს ელემენტარულ გაუმართაობას.
ავტო-სკოლების ინსტრუქტორების ირონია ქალების სწავლების შესახებ, ხო საერთოდ არ უტოვებს მათ სიცოცხლის უფლებას!
დადასტურებული ფაქტია, გადაწყვეტილების მიღების უნარი ქალებს უფრო დაბალი აქვთ ვიდრე კაცებს, სამაგიეროდ რექციის სიჩქარე ქალებს უფრო მაღალი აქვთ, - დაცვითი ფუნქციაც არ აყოვნებს, შესაბამისად ფაქტიურად კომპესირდება და უთანაბრდება კაცის უპირატესობას
