Nokia-ს ახალი ტელეფონი ბლოგერებისთვის
ახალი Nokia-ს მოჰყვება 1 Gb ტევადობის mini-USB, რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა შეინახოს 45 წუთი DVD-ხარისხის ვიდეო, როგორც MPEG 4 VGA, ასევე Nocia-ს ფორმატში. ტელეფონს ასევე თან ახლავს ვიდეოს დასარედაქტირებელი პროგრამული უზრუნველყოფა.
N93i-ს აქვს 3.2 მეგაპიქსელიანი კამერა, უსადენო დაკავშირებების მხარდაჭერა და ნაკადური ტელესიგნალის დამუშავების შესაძლებლობა. Nokia-ს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ტელეფონი მარტის ბოლოს გამოვა გაყიდვაში და მისი მიახლოებითი ფასი $780 იქნება.
