პოეზია · ლირიკა
* * * ალერსის მძებნელს
ალერსის მძებნელს,დამცემია ქორივით შიში,ბევრ რამეს სძლებენ,ვერ უძლებენ ალერსით შიმშილს.მე, შიმშილს ნაჩვევსდამჭკნობია ფერი და ბუტკო,უსმინე გამჩენს,ქაჯს ნუ უსმენ მწარეს და უტკბობს.წავა ეს მარტიც,გაზაფხული მოაფქრვევს სურნელს,ნუ მომკლავ ნატვრითსანატრელი მკლავებით მწურე.ვერ დაიწუნებგულმდიდრობას ფუტკრების ნიჭით,თაფლივით მწურე,მათქრიალე ვითარცა ფიჭით.ალერსის ურჩებსსატანები მრჩევლებად ჰყავდათ,მოდი და მფურჩქნე,იქნება მეც ვივარგო ვარდად.