პოეზია · ლირიკა
რითმებგაუჩინარებული სონეტი
კუს ნაკბენივით ცხელ უდაბნოს დამქანცველ გზაზექარავანია, აქლემების მაღალ კუზებითდამშვენებული ღამე თითქოს გალავანია,მაგრამ საეჭვო მასალისგან აშენებული.
ბნელ კედელს ბედისწერასავით ანგრევს ფერადიფართალი. ისევ გაუცინა ბედმა ყაჩაღებსნათრიაქალთა. უნდა ახდეს თვალის ფართქალიდა სევდიანი სოვდაგარი სულ მთლად გაქალდა.
ვიღაც ქირქილებს. მავანისთვის ყოფა ამგვარიარის ადვილი. შენ ამათი იკითხე ერთი!დაშრტდნენ მაჯები. - დაიკარგა სად ავთანდილი?- დაიხოცნენო რახანია ქაჯეთს ქაჯები...
ამგვარად ფიქრობს თავის ქალა კვლავ სოვდაგრულიდა ვკვდები თითქმის საკუთარი ხელით დაკლული.