პოეზია · ლირიკა
ნიღბები
(ჩემს თვალწინ ბიჭი სცემეს)
მე და შენ, ძმაო, ზურგში ხანჯლად ჩაგვცეს სიცოცხლედა დაგვაჯერეს, რომ ძნელია გიყვარდეს ვინმე,ისე გიყვარდეს, როგორც ახლა არსად არ უყვართ...ჩვენ გაგვიკერეს ხერხემლები, რომ არ დავიხაროთ ერთმანეთის წამოსაყენებლადდა ბეჭები ამოგვიწვეს, რათა ფრთებმა არასოდეს იჩინოს თავი!ჰო! გვასწავლიდნენ,რომ ცხოვრება ომია და ღიმილი სისუსტე!რომ ეკლესიებს სჭირდებათ სიტყვა ასაშენებლად, ხოლო მრუშებს -ჩაქოლვა "უცოდველი" ჩვენი ხელიდან!მე და შენ, ძმაო, შეგვატოვეს ტკივილი ხელშიდა მანამ, სანამ "ათი მცნების" თქმას გვასწავლიდნენ,უკვე ვიცოდით გინებათა ათეულები...ჰო! ჩვენ აგვიხსნეს, როგორ უნდა გვიყვარდეს ისტორიის წიგნები, მაგრამმტრის სიყვარულზე სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ.გვითხრეს, თუ როგორ ჩავაფურთხოთ გაწვდილ ხელებში -ჩვენ ბეჯითები აღმოვჩნდით და სულ არ გვრცხვენია,რადგან, მე და შენ სხვანაირი სირცხვილი ვიცით....ვიცით, რომ ხალხი სივარდისფრეს წუნსაც დაადებსდა ჩვენ გავრბივართ იმ ზეცისკენ, რომელიც უკვეკარგა ხანია წარსულებით დააავადეს.................მე და შენ, ძმაო, გაჩენისას გვესროლეს ტყვიადა ჩვენი წილი ცის გახვრეტით - მეზობლის კაცებსვაჟკაცობა მიუგდეს კართან...........მე დავიღალე...