პოეზია · ლირიკა
დე
დე, ხომ იცი, რომ მე ოდესმე დამახრჩობს ასთმა,ან შხამდაცლილი მორიელივით საკუთარ სხეულს შევჭამდა მერე ის მოხდება რისიც ასე მეშინია -აღარაფერი დარჩება ჩემგან...დე, მეც ვიცი, რომ მერე მოვა შენთან ათასი კეთილისმსურველიდა არაფრისმომცემ სიტყვებს დაგაკერებს ძაძის კალთებზე,დე, ვიცი რომ შენ დაგაბრალებენ ჩემს სიკვდილსაც და ჩემსვერაღდგომასაც....ყველა შეეცდება დაგაჯეროს, რომშენსავით განმიცდიან და რომ შენს ცრემლებსაც იზიარებენდა თავის დიაცური ქანცურით კიდევ ერთხელ შეგახსენებენ,რომ მე აღარ ვარ.....დე, ვიცი მოვლენ და გეტყვიან(ან შენს გასაგონად იტყვიან )რომ ბავშვობაში გაგიცივდი და ასთმა შემეყარა,რომ არასოდეს მიკრძალავდი ზამთარში უპალტოოდ ხეტიალსდა რომ ყოველთვის მაძლევდი უფლებას ცივი წყალი მესვა....დე, მათ დარჩებათ თავიანთი ჩათბილული და მშრალი შვილები -ამით ბედნიერები იქნებიან დედა შენ კიდევ ერთხელ გადაგრევს ჩემი არყოფნა...დე, ხომ იცი რომ ერთ დღესაც მე საკუთარი ნახატები მომკლავენდა ამასაც შენ დაგაბრალებს ხალხი...შენ დაგაბრალებენ რომ ოდესღაც ხატვაზე დაგყავდიდა რომ არასოდეს მაძლევდი შავ ფერს გუაშებიდან....დე, შენ გეტყვიან, რომ გამათამამე,რადგან ყოველთვის მალავდი ცრემლებსდა ცხოვრება არ მასწავლე, რადგან მითხარი,რომ სამყარო ფერადია...დე.... შენ ხომ იცი, რომ მე ოდესმე დამახრჩობს ასთმა,რომლის ქონასაც შენ არ გაბრალებ,ან საკუთარი ნაწერები ჩამომახრჩობენ...მერე კი შენთან ათასი კეთილისმსურველი მოვა დამათი თანადგომით შეგახსენებს, რომ მე აღარ ვარ...გაუძელი დე...