↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაცი სახელად ჯონათან ლივინგსტონი

ორაგველიძე ტატო

2006-01-131 წთ საკითხავი395 ნახვა

—
მას არაფერი ჰქონდა ნათელი,უბრალოდ ამერიკა ეგონა იმაზე ახლოს,ვიდრე ამას კარტოგრაფები ჩმახავენ ხოლმე...არაფერი ჰქონდა სატკივარი,უბრალოდ წყენაამღვრეული უმცროსი დის ნაფრჩხილარიეტყო მაჯებზე...არაფერი ჰქონდა სათქმელი,უბრალოდ პეპლები დაჰქონდა სულითდა ცდილობდა ყველასათვის მიეცა ეს სიმსუბუქე...მას არასოდეს ეშინოდა გაღვიძებისდა ერთ დღეს, როცა თვალები გაახილამიხვდა, რომ მის უმანკოებას ზეცა გადაალეწეს ხერხემალზე...იგი ყოველთვის უვლიდა ჩიტებსდა მას აფთრები შეუსია ხალხმა ერთხელაც.არაფერი ჰქონდა დასამალიდა ერთ დგეს ხალხმა დაუგლიჯა სიმართლეები.იგი თავიდანვე ბავშვი იყო, ბავშვად დაბადებული,გულწრფელი, ლურჯღაწვიანი ფაიფური...არ იცოდა, რომ ხალხის უნდა შეშინებოდა,რომ უნდა გაქცეოდა მათ,რომ ფრთები უნდა დაემალა ლაბადის შიგნით.ტალახი მას მხოლოდ კოშკების საშენებლად სჭირდებოდადა როცა პირველად ესროლეს იგიგული დასწყდა, რომ დაუნგრიეს სასახლე - დილით ნასათუთები.როცა გაარტყეს - ლოყას კიდევ უშვერდა გამრტყმელსდა პატიობდა და ებრალებოდა ხელები,რომლის სიტლანქეც ვერასოდეს დაიჭერდა ცოცხალ პეპელას...და როცა მოკლეს....................ცად ასვლამდე სისხლს გახედა და გაიფიქრა სიტყვა წითელი -ცისარტყელას პირველი ფერი...მიხვდა, რიმ ისევ ხედავდა, რომ კვლავ შეეძლო ესუნთქა ზეცა...წამოდგა - მის ქვეშ დარჩა გასრესილი პეპლების გროვა,მასში კი მათი ნამოსახლარიდა მიხვდამის სულს ზეცა არ აპატიეს...

ორაგველიძე ტატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი