პოეზია · ლირიკა
*** ისეთია ეს ყველაფერი
ისეთია ეს ყველაფერი,თითქოს მეექვსე შვილი ვიყავი,შემთხვევით რომ ჩაგესახება.თითქოს წამოიკრა დედამ თავში,მამა - დაიბოღმა.თითქოს თქვეს და-ძმებმა,ფეხებში მოგვედება,თუ ბიჭი იქნა,ცოლი სად უნდა მოიყვანოს,თუ გოგო - რა გაათხოვებსო.თითქოს ვეხვეწე ყველას,ოღონდ გამაჩინეთ და არაფერი მინდა,ოღონდ, და ხმას არ ამოვიღებ,არც ცოლს მოვითხოვ და არც ქმარს,იატაკზე ვიწვები,საჭმელსაც, თუ რამე მოგრჩათ, იმას შევჭამ-მეთქი.
ისეთია ეს ყველაფერი,თითქოს, პირობას ვასრულებ.