↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საფიხვნოს სხედან ქალები

ხალხური

2019-06-131 წთ საკითხავი3750 ნახვა

—
საფიხვნოს სხედან ქალებიშვლისა და ხოხბის დარები,ტკბილად უბნობენ ერთმანეთსგაუღეს გულის კარები.წინ არყებ ჩამაირიგესხილის და ანწლისანები.უცხოდ რამ აუციმციმდათწარბებ ქვეშ გიშრის თვალები.ხინკალსა სჭამენ, ნიკაპზეჩამასდით ერბოს ცვარები,არც საქმეს ჩამორჩებიანააბზრიალეს ჯარები,იგეთა ბაწარს ართავენ,როგორც ფანდურის ლარები.უნდა დაქსოვონ ჩითები,თბილ წინდა-ტალავარები.საფიხვნოს სხედან ქალებიმწყემსადა ჰყავისთ ქმარებიფურნი ლაღობენ, ავაჰმე,გვერდს არ უდგანან ხარები.მალ მოვლენ, მიეგებიან,არ ერცხვინებათ თავები.ძარღვებში სისხლი იჩქამლებს,შუბლს გადეყრებათ ღარები,განა კი არყით არიან -სიყვარულისგან მთვრალები.

ხალხური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი