პოეზია · ლირიკა
დიალოგი ქართულ სიტყვასთან
დამსკდარია ტოტზე კვირტი,სისხლი ძარღვში ზღვად ხმაურობსმზე ტახტიდან გადმობრძანდადა ტალღებთან ნანდაურობს...აიფოფრა სიტყვის ტალღა,შემომასკდა ვით ზღვაური..._ თუკი ჩემი ნახვა გინდა,მე ლექსებში ვმოგზაურობ!მოდი, ძველ გუჯრებში შევხვდეთან სამყაროს ახალ კართან,მომაქვს შენი ჯიშის კოდი,ლაზარე ვარ, გაგიმართლა!ვარ მეშვიდე ან მეცხრე ცისბილიკების სიახლოვეს,ოღონდ აღარ დაგავიწყდეს,ეს შეხვედრა თავად მთხოვე......იქნებ ვიწრო გზაზე შეგვხვდესდა გაგვწიროს უგუნურმა,ხელი უნდა შემაშველო,თუკი მიცნო შენმა გულმა......ეს ხომ ჩვენი სიზიფეა,აღმართ-აღმართ ქედდადრეკით,მიგვაქვს უფლის ტაძრისაკენ,ქერუბიმთა ზარის რეკვით!მეც შევბედე: _ ვიცი, რომ ხარმბრძანებელი დარბაზების,თუმცა ხშირად მიწყრებოდი,ხანდახან მეც გაბრაზებდი,მაგრამ იცი? ნისლებს მიღმაცგცნობდი, თუმცა ვერ გხედავდი,მიტომ თრთვილად მიმოგქარგე,ხან უბრალოდ, ერთ ხედ გრგავდი...იქნებ შევხვდეთ დედა-ენისსაწყისთან ან ბოლო კიდეს,თოთო მარცვლებს როცა ვსინჯავ,შესაძლოა ვმკიდე კიდეც...ოქროსფერი სიტყვის ყანა,ძნად რომ შევკრა ან სხივთ კონად,(მადლი უფალს, ქართულ ლექსისჟრუანტელი მოიგონა).მეც მსურს შენი სიბრძნის მტევანს,მივაპკურო მადლ-მირონი,კელაპტარად ვაბრიალო –იმ საქმეთა საგმირონის...გუშინწინ თუ... დღეს თუ... ხვალ თუ...იყო, არის და იქნება!ხელს ჩამავლებ, წამიყვან თუ...იცი, ვინ ვარ!.. და ფიქრებადვულკანივით მაბობოქრებთუ ნისლივით გაფრინდება –ეს სიცოცხლე... მიდის-მოდის,მტკივა, მაგრამ არ მწყინდება...რომ მუდამ შენ გემსახურო,ვწერო ბოლო სუნთქვის ხმამდე,ოღონდ შენ არ გამიჯავრდე,ოღონდ ჩემო! – შენად გყავდე!!!ჩვენ შენ უნდა გვიპატრონო,ლექსებს ხელი ჩამიჭიდე,მოარიდე ბოროტს, ავგულს,ბოღმიანად მოქირქილეს...მზის სხივი ვარ, ნამის წვეთი,ღრუბლის თეთრი ქარავანი...თუ შენ არა, მაღლა _ ღმერთი!დაბლა ალბათ მყავს არავინ...ვისაც ისე ვეყვარები,რომ მაჩუქებს მზის მარმაშებსდა როდესაც არ ვიქნები,ამ სხივებით ითამაშებს....როგორც ბალღი წარმოსახვითაგებს ღრუბლის ციხე-კოშკებს...სიზმარშიაც და ცხადშიაც,მინდა ჩემი – ჩემად მქონდესსიტყვავ! _ მიწა, რჯული, წყალი,ენა, გული, სისხლი, თვალი,მზე და მთვარე, ზღვა და ტალღა,პალმა, ქარი იალქანთან...მოფარფატე თოლიები,თევზი, ბადე და ძლიერიხარი, ქედი, მუხლი, მკლავი –მძლე დავითის თუ თამარის –სიბრძნე, სითბო, სილამაზე...ასე შემდეგ... და ამაზე,აღარ ვდაობთ... მიბრუნდები!მეც ლექსებში მიმაქვს იგი,წარსულ-აწმყოდ-მომავალში!..შეეშველე, დროის ქარში,რომ არ მოხვდეს, არ გაცუდდესჩვენი ნატვრაც და წუხილიც...თუმც სულ ნებადართულს მაძლევ,მე მიტაცებს ის ხეხილი –ხმელეთსა თუ ზეცის მიღმა,იქნებ ვარსკვლავთ სიახლოვეს _შენს იდუმალ ბაღში ხარობს,ვერ გადავალ სადაც ღობეს!_ ნუ, წუწუნებ! – მითხრა სიტყვამ,_ ღვთის სამოთხე... ღვთის ტაძარი...ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მოგიღობე!..P.S. კვირტი ფეთქავს როგორც გული,დედამიწა თრთის, ხმაურობს...და დღეიდან მე და სიტყვა,თქვენთან ერთად ვმოგზაურობთ!