პოეზია · ლირიკა
* * * შემიტყუა სიმართლემ
შემიტყუა სიმართლემ: ერთადერთი მეგონა,გვიან გადამარწმუნეს, რაღა უნდა მეღონა?!ავდექი და გავტეხე საკუთარი ციხე დათავი მოვიტყუე და გამოვედი ჩიხიდან.ამ სიმართლით გავზომე მაშრიყი და მაღრიბი,მაღალს - აღიარებულს - ვამჯობინე მაღლები.ვადღეგრძელე დღეები - ხან ნელა და ხან ჩქარა,კახურს - დაყოვნებული - ვამჯობინე ხვანჭკარა.მომეკიდა ლექსივით და, როდესაც შევთვერი,ჰარმონიის გაკვეთილს მიტარებდნენ ყრუები,მაგრამ დაყოვნებული მოქმედების შედევრივეღარც მომატყუებს და აღარც მოვეტყუები.
2001