პოეზია · ლირიკა
თოლია
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მიყვარს ზღვა მზეში დაოქროილი,მისთვის, რომ გული ტალღის ტოლია;ზღვის ლურჯ ყუთიდან ამოქროლილიგადასთხრის ღრუბლებს თეთრი თოლია...იწვება ცეცხლით გულის ფიცარი, ―გული კი არა, ცხელი თონეა,სატრფო მეცა მყავს დასაფიცარი,მეც მყვარებია, მეც მითრთოლია...
*მე დავრჩენილვარ შენი ამარი,ვით ზღვის ამარი არის თოლია,ძვირფასო, შენი შუბლი მარმარირამდენ ოცნებას დაუთოვლია.რამდენი სხივი გულში ითესა,რამდენჯერ არის ლექსში რქმეული,სახე შეყინულ მარგალიტისა,კიდევ ცისკარის ფიფქით ფრქვეული.შენი სახელი მე დავიფიცე,დე, ვიყო მარად შეყვარებული;მე ვემალები ქვეყნის სიბიწესშენს ციურ სახეს შეფარებული.შენი ღიმილი ნათელკაშკაშა,თითქოს ფრთა გაჰკრა ტალღას თოლიამ...მე სიყვარულმა დამავაჟკაცა,მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!შენ, სიჭაბუკის ჩემის გენიავ.ოცნებისა და ლექსის დიდებავ,პირზე რომ წმინდა შუქი გფენია,მე უკვდავ ცეცხლად გულს მეკიდება!მე გხედავ მზეში ქროლვით შესულსა,რაგინდ ავდარი შავად ნისლავდეს,შეეჩუქურთმა სული შენს სულსა,დე, ნურც გაშორდეს უკუნისამდე!დამიელვარე ფრთამარგალიტი,თავს დამნათოდე, თეთრო თოლია,ჩემი აფრაა თოლიას ფრთები,ცის თეთრ ვარდებში რომ უქროლია.დაე, დაიწვას გულის ფიცარი,დარჩეს ნაცარი ― სხვა რა ღონეა?შენა ხარ ჩემი დასაფიცარიჩემს გულზე მქროლი თეთრი თოლია!თუ ვარ ზღვასავით აღვარებული,მიტომ, რომ გული ტალღის ტოლია,მეცა ვყოფილვარ შეყვარებული,მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!