↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვირთვილა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19202 ნახვა

—
ვიცი, მაიკო ორბელიანიმარაოს ნიავზე გაცივდა...შენ კი, დრო, სწრაფი - ბორბლებიანი,მოგკიდებია რა სიმკაცრითა!
შენი თვალების მახსოვს ბრიალი,წამწამი ლერწმად როგორ დამწკრივდა,როგორ გაცივდა ნაპერწკლიანი,ერთხელ რომ სულსაც ამომაცლიდა!
რა უყავ თმების შავბნელი ღამე,ყელზე მარჯანი წითელ მარცვლითა,რა უწვიმია თითქოს საცრიდან,შენს თავზე წვიმას თეთრი ნაცრითა?ვეღარც ღიმილი და ვერც სხეულიმზეს ვეღარ გიგავს... თქმა მეძნელება...ნუთუ მოჰპარე თოვლს ვერცხლეული,თავს გადიყარე თეთრ ენძელებად...
მე მახსოვს შენი თვირთვილა კაბა,და შენს ღაწვებზე ნუშის ნამქერი...რა დარჩა შენგან? ჭაღარის გაბმა,ატლასის ფერფლი, ალმასის მტვერი!
შენ გაზაფხულის ტურფა სახელო,გაძარცულ მოლზე უფრო საწყალო,ერთხელ ჩემს ლექსში თაფლის ჩამსხმელო,მე რა გიშველო, რით დაგაწყნარო,და იმედები ბაღის მიმჭკნარის,რით აგიმწვანო, გაგინაძვნარო?...ჩემს გულის ფეთქვას მხოლოდ დაენდე.ატმის ტოტივით ისევ აენთე!
აგაელვარებს ცხრა წყარო მზისებრ,აგაცლის თმებში ყინულის ეკლებს...სიზმრად სანახი გახდები ისევ,პირიმზის ოქროს აგინარეკლებს!
ბრწყინვით აგინთებ შუბლზედ ალმასებს,მე - ოქრომჭედი, მზის მოკალმასე...
1964
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი